თვალის ვარჯიშები

თვალის ვარჯიშები

ვარჯიშები თვალის კუნთების ტრენირებისათვის

1. დააკარით ფანჯარაზე 5 მმ დიამეტრის წითელი ან შავი წერტილი.
უყურეთ რამდენიმე წუთის განმსავლობაში, შემდეგ კი მზერა გადაიტანეთ ფანჯრის მიღმა შორს მდებარე საგანზე.
აღნიშნული ვარჯიში გააკეთეთ 5 წუთის განმავლობაში დღეში ერთხელ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

2. ხელები გაასწორეთ მხრების სიმაღლეზე წინ და მზერა დააფიქსირეთ საჩვენებელ თითზე,  თითი მიიტანეთ ცხვირთან, მზერა მიაყოლეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ შორს მდებარე საგანზე.
გაიმეორეთ რამდენჯერმე.
ეს ვარჯიში ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას როგორც ახლო, ისე შორს მანძილზე.

3. დაჯექით სკამზე მოხერხებულ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ თვალები ხელისგულებით, თუმცა ზეწოლის გარეშე.
წარმოიდგინეთ თავი კომფორტულ გარემოში.
ეს ვარჯიში უზრუნველყოფს თვალის სწრაფ დასვენებას, თუ დღეში ორ-სამჯერ გაიმეორებთ 10-15 წუთის განმავლობაში, მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ვარჯიშები თვალების დაძაბულობის მოსახსნელად

1. სწრაფად დაახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და ერთი წუთი თითების ბალიშებით მსუბუქი მასაჟი ჩაატარეთ, ეს ადუნებს თვალის კუნთებს და აუმჯობესებს თვალების სისხლის მიმოქცევას

2. თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10 – ჯერ. ატრიალეთ თვალის კაკლები ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს  6-8 – ჯერ.
აიღეთ ფანქარი, მზერა დააფიქსირეთ მის წვერზე და მიუახლოვეთ თვალებს 5-7 სმ-ის მანძილზე, შემდეგ დააშორეთ გაწვდენილი ხელის მანძილზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 6-ჯერ. ეს ვარჯიში ამსუბუქებს მხედველობას ახლო მანძილზე

3. დადექით ფეხზე, მარჯვენა ხელი მოხრილ მდგომარეობაში გადაიტანეთ მარჯვენა მხარეს, თვალი მიადევნეთ თითებს, ისე რომ არ მიატრიალოთ თავი, ხელი კი გადაადგილეთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. გაიმეორეთ 10-12-ჯერ.

თვალის მარტივი ვარჯიშები პატარებისათვის

თვალის ვარჯიშებიაღნიშნული ვარჯიშები შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერ მშვიდ გარემოში, სახლში, სკოლაში და ხელმისაწვდომია ყველაზე პატარებისათვისაც. ამისათვის საკმარისია პატარას თვალების წინ საჩვენებლი თითი ვამოძრაოთ მარჯვნივ და მარცხნივ, ზევით-ქვევით, ბავშვი კი მიადევნებს თვალს თქვენი თითის მოძრაობას.
შეგიძლიათ მიიყვანოთ პატარა ფანჯარასთან და მიუთითოთ ჯერ ფანჯრის მინაზე, შემდეგ კი ფანჯრის მიღმა მდებარე ნებისმიერ საგანზე, მაგ. ხეზე ან მანქანაზე.
ცოტათი მოზრდილი ბავშვების შემთხვევაში (3-4 წელი), შეგიძლიათ დავალება გაართულოთ. მიეცით პატარას ბურთი ან დიდი ზომის სათამაშო, მიუთითეთ, რომ ასწიოს მაღლა და მიადევნოს თვალი, შემდეგ ჩამოსწიოს, ისე რომ თვალი არ მოაშოროს. შემდეგ სათამოში მარცხნივ და მარჯვნივ გადასწიოს. ვარჯიშის დროს მთავარია – ბავშვის თავი უმოძრაოდ იყოს, საგანს კი მიადევნოს მხოლოდ თვალი. თქვენი პატარასათვის ვარჯიში რომ სახალისო იყოს, აჩვენეთ ჯერ თავად.
სთხოვეთ თქვენს პატარას, ატრიალოს თვალები ჯერ საათის ისრის, შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს ვარჯიში  უნდა გაიმეოროთ დღეში ერთი-ორჯერ და სიხშირე გაზარდოთ ერთიდან 5-6 მდე. გადასვლა >>> 1. ბავშვი; 2. ოფთალმოლოგია”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.