მელატონინი

მელატონინი
მასალა მომზადებულია უცხოური და ქართული ინტერნეტ-წყაროების მიხედვით

გაფრთხილება და პასუხისმგებლობიეს მოხსნა

მელატონინი ამაზონზე

ამაზონი მელატონინის დიდ არჩევანს  გვთავაზობს : მწარმოებელი ქვეყნების , ფირმების , ფასების მიხედვით.
რაც მთავარია , იგი მელატონინს გთავაზობთ სხვადასხვა ნივთიერებებთან კომბინაციებში. სხვადასხვა კომბინაცია, კი , მოგეხსენებათ აფართოებს გამოყენების სპექტრსა და შედეგებს.
ამ თვალსაზრისით, ამაზონი არჩევანის დიდ, უნიკალურ სპექტრს იძლევა.
ამაზონზე, მელატონინის ასარჩევად და გამოსაწერად დააკლიკეთ აქ:  melatonin მელატონინი

მელატონინი მაგნიტურ დღეებში (დაიჯესტი)

40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყოველდღიურად 23.00 საათზე 3 მგ.  მელატონინის მიღება ასტიმულირებს და აღადგენს ორგანიზმის მრავალ ფუნქციას, მათ შორის:

  • მელატონინიეხმარება ხანშიშესულ პირებს მაგნიტური დღეების უკეთესად გადატანაში
  • მელატონინიახანგრძლივებს სიცოცხლეს;
  • მელატონინიხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სასიცოცხლო ძალების დაბრუნებას;
  • მელატონინიაუმჯობესებს სექსუალურ აქტიურობას – ეს ეხება ლიბიდოსაც (სურვილს) და მისი განხორციელების შესაძლებლობასაც;
  • მელატონინიხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და ჰარმონიზაციას;
  • მელატონინიაძლიერებს თავისა და ზურგის ტვინის ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს, აგრეთვე, მათ რეპარაციულ უნარს;
  • მელატონინიიცავს ორგანიზმს სტრესისაგან;
  • მელატონინიაძლიერებს ტვინისა და მთელი ორგანიზმის ანტიკანცეროგენულ იმუნიტეტს;
  • მელატონინიიცავს ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებისგან;
  • მელატონინიაღადგენს ძილსა და ძილის სტრუქტურას

მელატონინი  ზრდის ძილის ხარისხს, აუმჯობესებს პოტენციას ტვინის მუშაობის ნორმალიზაციის ხარჯზე. ორგანიზმის ზოგად გამაჯანსაღებელი და იმუნური სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ეხმარება ხანშისესულ პიროვნებებს მაგნიტური დღეების უკეთესად გადატანაში

რა არის მელატონინი  (დაიჯესტი)

თავის  ტვინის ეპიფიზის ჰორმონია, რომელსაც ეპიფიზი ამინომჟავა ტრიფტოფანისგან უპირატესად ღამით გამოიმუშავებს, ხოლო დღისით ეპიფიზში ტრიფტოფანისგან ნეირომედიატორი – სეროტონინი წარმოიქმნება.

მელატონინისა  და სეროტონინის წარმოქმნის ეს მონაცვლე ციკლი ჯანმრთელ და ახალგაზრდა ადამიანებში ორიენტირებულია სეროტონინის მაქსიმალურ წარმოებაზე დღის შუალედში (დღის 12 საათი ასტრონომიული დროით) და შესაბამისად, ეპიფიზის მიერ მელატონინის მაქსიმუმი გამომუშავდება შუაღამისას. ამგვარად, ეპიფიზი ადგენს დღიურ რიტმს, რომელზეც ორიენტირდება შიდა სეკრეციის ყველა ჯირკვალი, ორგანიზმის ყველა ორგანო და ქსოვილი, უთანხმებს რა მას თავისი მაქსიმალური და მინიმალური აქტიურობის პერიოდებს.

ორგანიზმის დაბერებასთან ერთად მცირდება ეპიფიზის მიერ მელატონინის გამომუშავების უნარი და იმავდროულად მისი მაქსიმალური კონცენტრაციის გამომუშავების პერიოდი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ღამის დამთავრების საათებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი საფუძვლად უდევს ადამიანის დაბერების სიმპტომების გაჩენას. მელატონინი მთავარ მაინიცირებელ ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების მუშაობის აღდგენაში ძილის დროს.

მელატონინის  დეფიციტის დროს ქვეითდება დაძინების უნარი, ირღვევა ღამის ძილის სტრუქტურა და ხარისხი. ამასთანავე, ბევრი ორგანო კარგავს ორგანიზმის ფუნქციური მოთხოვნილებების ინტენსიურად მომსახურების უნარს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ღვიძლის მიერ პორტალურ ვენაში მიკროელემენტების იონების გადამტანი ალბუმინების წარმოქმნის უნარის შემცირება. პორტალურ ვენაში ღვიძლმა უნდა აითვისოს ეს იონები და მოახდინოს მათი კომპლექსური კავშირის ინკორპორირება სპეციფიკური სატრანსპორტო ალბუმინების შემადგენლობაში, შემდეგ კი ორგანიზმში გაანაწილოს მიკროელემენტებისთვის განკუთვნილ ადგილებში. მელატონინის დეფიციტის დროს ეს პროცესი ფერხდება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი საკვებთან ერთად დამატებით იღებს მიკროელემენტებს, იგი მაინც განიცდის მათ უკმარისობას.

ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ 20 წლის ასაკის ადამიანში მელატონინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს ღამის 12 საათისთვის და 60-წლიანთა კონცენტრაციას 2-ჯერ აჭარბებს. ამასთან, 60-წლიანთათვის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღების დრო იწევს დილის 4 საათისთვის.

40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყოველდღიურად 23.00 საათზე 3 მგ.  მელატონინის მიღება ასტიმულირებს და აღადგენს ორგანიზმის მრავალ ფუნქციას, მათ შორის:

მელატონინის    ჩვენებები:  (დაიჯესტი)

– უძილობა;
– გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
– ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციათა გაუმჯობესება;
– სექსუალური აქტიურობის გაუმჯობესება;
– სტრესი, დეპრესია.

ეს კი საქართველოში რეგისტრირებული , ერთ-ერთი ფირმის მიერ გამოშვებული მელატონინის ოფიციალური აღწერაა

ფარმაკოლოგიური თვისებები
  • წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს. 
  • პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
  • აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
ჩვენება

მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:

  • უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
  • ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
  • საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
  • ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება:

მელატონინი  მიიღება მოზრდილებში
პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე
სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე
ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი

ჩივილები:

 თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
  • ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება.
  • სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.
ჭარბი დოზირება:

არ არის დაფიქსირებული.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:
  • პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
  • ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian