დღენაკლულთა რეტინოპათია

დღენაკლულთა რეტინოპათია

დღენაკლულთა რეტინოპათია  დაკავშირებულია ბადურის განვითარების დარღვევასთან. ჩვეულებრივ რეტინოპათია ვითარდება სიცოცხლის მეოთხე კვირაზე, დაავადება პიკს კი  სიცოცხლის მერვე კვირაზე აღწევს. ხშირად რეტინოპათია აღინიშნება ორივე თვალზე ერთდროულად.
რეტინოპათიის მკურნალობის დაწყება დროულად უნდა მოხდეს, რადგანაც არცთუ იშვიათად თან სდევს მიოპია, ასტიგმატიზმი, კატარაქტა, გლაუკომა, სიელმე და ამბლიოპია და შესაძლოა განვითარდეს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

რისკფაქტორები

ექიმების ვარაუდით დღენაკლულთა რეტინოპათიის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

  • ნაადრევი მშობიარობა (26-28 კვირა)
  • დღენაკლული ბავშვების სხეულის მცირე მასა (1.4 კგ და ნაკლები)
  • დაბადების შემდეგ ხელოვნური ვენტილაცია, რომელიც სამ დღეზე მეტ ხანს გრძელდება
  • ოქსიგენოთერაპია ერთ თვეზე მეტ ხანს
  • სასუნთქი, სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის ცვლილებები
  • მძიმე ინფექციები მუცლადყოფნის პერიოდში

დიაგნოსტიკა

დღენაკლული ბავშვის გამოკვლევა უნდა მოხდეს დაბადებიდან 1-2 კვირაზე. შემდგომში კი აუცილებელია ექიმი-ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა კვირაში ერთხელ. რეტინოპათიაზე ეჭვის მიტანისას ტარდება თვალის ფსკერის დათვალიერება გაფართოებული  გუგის ფონზე.

მკურნალობა

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში  რეტინოპათიის დროს I-II  სტადიის დროს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე აღინიშნება გაუმჯობესება, თუმცა III სტადია მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას, IV-V სტადიის დროს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა ვითარდება.
მკურნალობის ერთერთ მეთოდს წარმოადგენს კრიორეტინოპექსია, რაც ეწინააღმდეგება ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების ჩაზრდას ბადურის პერიფერიულ უბნებში, ასევე გამოიყენება ბადურის ლაზერული კოაგულაცია.
აღნიშნული მეთოდები მიმართულია ცენტრალური მხედველობის შენარჩუნებისაკენ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.