თანდაყოლილი გლაუკომა

თანდაყოლილი გლაუკომა შესაძლოა იყოს როგორც მემკვიდრული, ისე განვითარდეს მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა არასასურველი ზემოქმედების შედეგად.

განასხვავებენ თანდაყოლილი გლაუკომის სამ ფორმას:

  • მარტივი თანდაყოლილი გლაუკომა (ჰიდროფთალმი)
  • გლაუკომა, შერწყმული თვალის განვითარების სხვა ანომალიებთან
  • გლაუკომა, შერწყმული სისტემური თანდაყოლილ პათოლოგიებთან

სპეციალისტების მონაცემებით, უმეტეს შემთხვევებში გლაუკომის პირველი ნიშნები ვლინდება ადრეულ  (5-6 წლის) ასაკში.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

თანდაყოლილი გლაუკომის მიზეზები

თანდაყოლილი გლაუკომის განვითარებას საფუძვლად უდევს თვალის წინა კამერისა და თვალის სადრენაჟო სისტემის განვითარების ანომალია, რაც ქმნის დაბრკოლებას თვალშიდა სითხის  დინებისათვის, რაც განაპირობებს თალშიდა წნევის მატებას. აღნიშნული ანომალიის მიზეზი მუცლადყოფნის პერიოდში დედის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობებია, განსაკუთრებით ორსულობის პირველ თვეებში, ასეთი შეიძლება იყოს: ინფექციები (წითურა, გრიპი და სხვა), ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, მაიონიზირებელი რადიაცია და სხვა.

თანდაყოლილი გლაუკომის ძირითადი ნიშნები

თანდაყოლილი გლაუკომა ხასიათდება თავისებური კლინიკური სურათით, რაც განპირობებულია ბავშვებში თვალის  ასაკობრივი თავისებურებით.

თანდაყოლილი გლაუკომის დამახასიათებელი ნიშნები:

  • მომატებული თვალშიდა წნევა
  • სინათლის შიში, ცრემლდენა
  • თვალის კაკლის ზომაში მატება, რაც თანდათან პროგრესირებს
  • რქოვანას დიამეტრის მატება
  • რქოვანას შეშუპება (აღინიშნება დაბინდვა)
  • გუგის რეაქციების შენელება
  • მხედველობის ნერვის დისკის ცვლილებები

თანდაყოლილი გლაუკომა ხშირად შერწყმულია როგორც სხვა სისტემებისა და ორგანოების განვითარების  დეფექტებთან (მიკროცეფალია, გულის მანკები, სიყრუე, ფაკომატოზები და სხვა), ისე თვალის სხვა პათოლოგიებთან (ანირიდია, კატარაქტა და სხვა).

თანდაყოლილი გლაუკომა ხასიათდება მხედველობის ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითებით. ადრეულ სტადიაზე მხედველობის დაქვეითება განპირობებულია  რქოვანას ცვლილებებით (შეშუპება, შემღვრევა), რეფრაქციის ანომალიებით – შორსმხედველობით, შემდგომში კი ხდება მხედველობის ნერვისა  და ბადურის დაზიანება.

თანდაყოლილი გლაუკომის მკურნალობა

თანდაყოლილი გლაუკომათანდაყოლილი გლაუკომის მკურნალობა ოპერაციულია. მხოლოდ ქირურგიული მეთოდებითაა შესაძლებელი  თვალშიდა სითხის დინების დამაბრკოლებელი ფაქტორის მოცილება, რასაც ქმნის  სადრენაჟო სისტემის სტრუქტურული ანომალიები. თუმცა მედიკამენტოზური თერაპია  თამაშობს დიდ როლს დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში და მოიცავს:

  • ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებას თვალშიდა წნევის დაქვეითების მიზნით
  • პოსტოპერაციული ნაწიბურის პროფილაქტიკა
  • მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებისათვის ნეიროტროფიული პრეპარატების გამოყენება
  • მადენსენსიბილიზირებელი და ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აუცილებელია ამეტროპიის კორექცია, პლეოოპტიკური მკურნალობა (თანდაყოლილი გლაუკომის დროს ხშირად ვლინდება  საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპია).

გადასვლა >>> ბავშვი; ოფთალმოლოგია


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.