სელის ზეთის სასარგებლო თვისებები

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ომეგა-3 და ომეგა-6-ის  მაღალი შემცველობის გამო, სელის ზეთი ხელს უწყობს  ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აქვს შემდეგი სასარგებლო თვისებები:

სელის ზეთი და დაავადებები

სელის ზეთის რეგულარული გამოყენება  კვების რაციონში ხელს უწყობს  ქოლესტერინის დონის, ასევე სისხლის წებვადობის შემცირებას, აუმჯობესებს  სისხლძარღვების ელასტიკურობას, საბოლოოდ ხელს უშლის მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების განვითარებას, ამცირებს ინსულტისა და თრომბების წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, სელის თესლის  ზეთი  არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას – აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ხელს უწყობს  კოლიტის, გასტრიტის მკურნალობას, ხსნის შეკრულობას,  გულძმარვას,  აქვს ანტიჰელმინთური მოქმედება.

სელის თესლის ნატურალურმა ზეთმა  ფართო გამოყენება ჰპოვა ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების კომპლექსურ მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, ასევე ნერვული სისტემის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, მამაკაცებში პოტენციის დარღვევების დროს.

სელის ზეთი და იმუნიტეტი

სელის ზეთი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს იმუნიტეტზე:  მისი მიღება, როგორც საკვები პროდუქტი,  ხელს უშლის ზოგიერთი ონკოლოგიური  დაავადების განვითარებას  (სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის კიბო).  სელის თესლის ზეთის  მიღება რეკომენდებულია  ოპერაციების შემდგომ პერიოდში და დასუსტებულ ავადმყოფებში,  რეაბილიტაცის დროს.

სელის ზეთის გამოყენება ქალებსა და ბავშვებში

სელის ზეთის რეგულარული  მიღება რეკომენდირებულია ბავშვებში ორგანიზმის სრულყოფილი  გავითარებისთვის. სელის თესლის ზეთი განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი პროდუქტია ქალის ორგანიზმისათვის. ეს ზეთი აუცილებელად უნდა  შედიოდეს  ორსულთა რაციონში, ვინაიდან მისი  კომპონენტები დადებითად  მოქმედებენ  ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე;  სელის ზეთი ამუბუქებს ორსულობის პერიოდს და მშობიარობას.

სელის თესლის ზეთის ყოველდღიური მოხმარება აწესრიგებს ჰორმონულ ფონს,  ამსუბუქებს წინამენსტურალურ სინდორმს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას  კლიმაქსის დროს.

სელის ზეთი და ჭარბი წონა

დიეტოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანს შეუძლია ეფექტურად დაიკლოს წონაში,  თუკი ცხოველური წარმოშობის ცხიმებს ნაწილობრივ ჩაანცვლებს ადვილად ათვისებადი საკვები სელის ზეთით. სელის თესლის ზეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ვეგეტარიანთათვის, რომლებიც არ ღებულობენ თევზს.

სელის ზეთი და თავის ტვინი

ტვინის უჯრედების 60% შედგება ცხიმებისაგან და ეს ბევრად მაღალი კონცენტრაციაა, ვიდრე სხვა სხეულის ნაწილებში. ირონია იმაში მდგომარეობს რომ, ბევრმა  პრაქტიკულად ეს არ იცის და მუდმივად  ესწრაფვიან  დიეტიდან ცხიმების სრულად  ამოღებისაკენ. თუმცა, კვებით რაიცონში საჭირო რაოდენობის ცხიმების არსებობა სასიცოცხლიდ აუცილებელია თავის ტვინის განვითარებისა და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

სელის ზეთი კოსმეტოლოგიაში

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში სელის ზეთს იყენებენ სახისა და თმის ნიღბების დასამზადებლად,  მის შემადგენლობაში შემავალი  ვიტამინების მაღალი  შემცველობისა და  გამაახალგაზრდავებელი, დამარბილებელი, ბაქტერიოციდული თვისებების გამო.

სელის ზეთის შენახვა

სამკურნალო  თვისებების შესანარჩუნებლად, აუცილებელია სელის ზეთი შეინახოთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას;  არ შეიძლება მისი თერმულად დამუშავება. შენახვის ვადა 1 წელია.

წყარო: http://www.gabris.ru/gabris/health/flax/oil/; გადასვლა: ,,ქოლესტერინი


Share this...Share on Facebook
Facebook