კოლოიდური ვერცხლის ხსნარების კონცენტრაციის გაანგარიშება

კოლოიდური ვერცხლის  ხსნარების კონცენტრაციის გაანგარიშება

ხსნარის წყლით განზავება

დავუშვათ საჭიროა დამზადებულ იქნეს მაღალი Р1 კონცენტრაციის ხსნარისაგან  დაბალი Р2 კონცენტრაციის ხსნარი.

განზავებამდე  ხსნარის მასა აღვნიშნოთ А1-ით, ხოლო განზავების შემდეგ ხსნარის მასა – А2 – ით, მაშინ  განზავებისათვის საჭირო წყლის მასა b (გრ-ში) გამოითვლება ფორმულით:

ა) b=A1*(P1/P2 – 1),  თუ ცნობილია A1,       ან ფორმულით

ბ) b=A2*(1- P2/P1),   თუ ცნობილია A2.

ორივე შემთხვევაში:   A2 = A1 + b

(აქ  სიმბოლო * მოქმედება გამრავლების აღმნიშვნელია, ხოლო სიმბოლო / გაყოფის)

მოტანილ გაანგარიშებას გავუკეთოთ ასეთი ინტერპრეტაცია:

ა) ცნობილია  განსაზავებელი ხსნარის კონცენტრაცია და  მასა, აგრეთვე მისაღები ხსნარის კონცენტრაცია.

უნდა დადგინდეს    განზავებისათვის საჭირო წყლის მასა და მიღებული განზავებული ხსნარის მასა.

 მაგ. 10მგ/ლ კონცენტრაციის (Р1) 200 გრ(А1) ხსნარიდან  გვინდა მივიღოთ 2 მგ/ლ კონცენტრაციის (Р2) ხსნარი. განსაზავებელი წყლის რაოდენობა b=200*(10/2 – 1)= 200*4=800გრ.

მიღებული განზავებული ხსნარის მასა  (А2) იქნება 200გრ + 800გრ=1ლ.

ბ) ცნობილია  განსაზავებელი ხსნარის კონცენტრაცია, აგრეთვე მისაღები ხსნარის კონცენტრაცია  და მასა.

უნდა დადგინდეს განზავებისათვის საჭირო წყლის მასა და  განსაზავებელი კონცენტრატის მასა.

მაგ. 10მგ/ლ კონცენტრაციის (Р1)  ხსნარიდან  გვინდა მივიღოთ 2 მგ/ლ კონცენტრაციის (Р2)  1ლ.  (А2) ხსნარი. განსაზავებელი წყლის რაოდენობა b=1*(1- 2/10)=1000*(1- 1/5)= 1000*4/5=800გრ.

1 ლ = А1+ 800გრ. ანუ А1=200გრ.

ე.ი. 2 მგ/ლ კონცენტრაციის   1 ლ.  ხსნარის მისაღებად საჭიროა აღებულ იქნეს 10მგ/ლ კონცენტრაციის ხსნარიდან   200 გრ.

იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია ხსნარის არა მასა, არამედ მოცულობა, საჭიროა ცხრილების საშუალებით დადგენილ იქნეს  ხსნარის საწყის და საბოლოო კონცენტრაციაში  მოცემული ნივთიერების სიმკვრივეები – შესაბამისად  p1  და  р2. მაშინ, თუ საჭიროა დაზადებულ იქნეს V2 (მლ-ში) მოცულობის Р2 [%-ში (მასა)] კონცენტრაციის ხსნარი, ხოლო საწყისი ხსნარის კონცენტრაცია არის P1[%-ში (მასა)], მაშინ საწყისი ხსნარის მოცულობა იანგარიშება ფორმულით:  V1= (V2* р2 *P2) / (p1*P1)

_________________________________________________

    • პოსტი წარმოადგენს უცხოური მასალების დაიჯესტს და არ ეფუძნება დამოუკიდებელ სამედიცინო კვლევებს.
    • Facebook-ზე კოლოიდური ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მომხმარებელთათვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი.
    • გაწევრიანდით Face-ჯგუფში https://www.facebook.com/groups/354213658073494/, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
    • ქართულ სამედიცინო პორტალზე www.medgeo.net  შექმნილია სპეციალური საიტი.
    • ”კოლოიდური ოქრო, ვერცხლი და სპილენძი” http://www.medgeo.net/2014/10/02/koloiduri-vercxli/
    • ეს პოსტი და მასალები და   ეკუთვნის საქველმოქმედო საზოგადოებას „ამაგდარი“. იგი არის პასუხისმგებელი შინაარსზეც.  ოფისი:  2364946; ელ. ფოსტა   amagdari@gmail.com. მოგვაწოდა პროფ. ვ. შარაშიძემ.

გადასვლა >>>> ,,კოლოიდური ვერცხლი”

..

 

Share this...Share on Facebook
Facebook