საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები


ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ საკეისრო კვეთის შემდგომი ბანდაჟები, ასევე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

საკეისრო კვეთა ეს არის ოპერაცია, როდესაც ჩვილი ამოყავთ დედის ორგანიზმიდან მუცლისა და საშვილოსნოს ჭრილობიდან. ჯანმრთელი ორსულების უმეტესობას შეუძლიათ იმშობიარონ ბუნებრივი გზით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკაში და ევროპაში ამგვარი ოპერაციების რაოდენობა იზრდება. უცხოეთში ამ ოპერაციას C – section უწოდებენ.  საკეისრო კვეთის უმრავლესობა დაგეგმილია, თუმცა ბევრი ჩატარდა იმ დროს, როდესაც მშობიარობის დროს გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემები.

♥♥ საკეისროს შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე” corset cesarean section >  

საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებებია:

  • ქალი ფეხმძიმეა ერთზე მეტი ბავშვით (ტყუპები, სამი ტყუპი და ა. შ.);
  • ქალს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იმუნოდეფიციტის სინდრომი, ჰერპესი, გულის დაავადებები;
  • ქალს აქვს საშიში ძალზე მაღალი არტერიული წნევა
  • ქალს აქვს ვიწრო მენჯი
  • პლაცენტის წინმდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ჭიპლართან დაკავშირებული პრობლემები
  • ნაყოფის მდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ნაყოფი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში
  • ქალს ადრე ჩატარებული აქვს საკეისრო კვეთა

ბოლოს დროს უფრო მეტი ქალი ითხოვს ოპერაციის ჩატარებას ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე,  გეგმიურად. ზოგს ეშინია ტკივილის, ზოგს  –  ჩახევების და სექსუალური ცხოვრების დროს წარმოქმნილი შესაძლო პრობლემების.

ბევრ უცხოელ მეან-გინეკოლოგენს მიაჩნია, რომ ქალს აქვს უფლება აირჩიოს მშობიარობის მეთოდი. თუმცა ბევრია ისეთიც, ვისაც მიაჩნია რომ საკეისრო უნდა გაკეთდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, ამასთან მიუთითებენ რისკებს. პირველი როგში ეს არის ინფექციები, სისხლდენები, ზოგჯერ ბავშვებს აქვთ პრობლემები სუნთქვასთან, ქალები ოპერაციის შემდეგ უფრო დიდხანს რჩებიან საავადმყოფოში, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია  საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ხშირად იმაზე უფრო მტკივნეულია, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემდგომი პერიოდი.

♥♥ საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე”  – c-section scar treatment  >>

პლასტირები – C-Section Scar Treatment Strips >>>
– კრემები, გელები – C-Section Scar removal cream >>>

საკეისრო კვეთის მომხრეები ამტკიცებენ,  რონ ეს ოპერაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა და ამცირებს ბევრი პრობლემას, რომელიც  შეიძლება წარმოიქმნას მშობიარობის შემდეგ.

ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ექიმის გადაწყვეტილება საკეისრო კვეთაზე ქალის სურვილისამებრ, უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალურად, ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით. ანუ, თუ ექიმი თვლის, რომ საკეისრო კვეთა უფრო მეტად არის სასარგებლო ბავშვისათვის და დედისათვის, ვიდრე ვაგინალური მშობიარობა, მაშინ ეს გამართლებულია ეთიკურად, თუმცა მიუთითებენ, რომ საკეისრო კვეთა არ უნდა იგეგმებოდეს და არ უნდა კეთდებოდეს ორსულობის 39 კვირამდე, სამედიცინო ჩვენების გარეშე. თუ მშობიარობა იგეგმება სხვა ქვეყანაში, და თანაც საკეისრო კვეთით, ქალმა უნდა აცნობოს კლინიკის წამომადგენლებს და განიხილოს ამის შესაძლებლობა.

მოამზადა რ.მაჩალაძემ; http://medvoyage.info/ 

 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?

>>> საკეისრო


გადასვლა >>>>  მეანობასაკეისროპლასტირი ნაწიბურისათვის;   იხ. ასევე სტატიები:

  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

..

..