საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები

საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 


საკეისრო კვეთა ეს არის ოპერაცია, როდესაც ჩვილი ამოყავთ დედის ორგანიზმიდან მუცლისა და საშვილოსნოს ჭრილობიდან.ჯანმრთელი ორსულების უმეტესობას შეუძლიათ იმშობიარონ ბუნებრივი გზით.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკაში და ევროპაში ამგვარი ოპერაციების რაოდენობა იზრდება.
უცხოეთში ამ ოპერაციას C – section უწოდებენ.  საკეისრო კვეთის უმრავლესობა დაგეგმილია, თუმცა ბევრი ჩატარდა იმ დროს, როდესაც მშობიარობის დროს გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემები.

საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები

  • ქალი ფეხმძიმეა ერთზე მეტი ბავშვით (ტყუპები, სამი ტყუპი და ა. შ.);
  • ქალს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იმუნოდეფიციტის სინდრომი, ჰერპესი, გულის დაავადებები;
  • ქალს აქვს საშიში ძალზე მაღალი არტერიული წნევა
  • ქალს აქვს ვიწრო მენჯი
  • პლაცენტის წინმდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ჭიპლართან დაკავშირებული პრობლემები
  • ნაყოფის მდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ნაყოფი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში
  • ქალს ადრე ჩატარებული აქვს საკეისრო კვეთა

განსხვავებული აზრი

ბოლოს დროს უფრო მეტი ქალი ითხოვს ოპერაციის ჩატარებას ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე,  გეგმიურად. ზოგს ეშინია ტკივილის, ზოგს  –  ჩახევების და სექსუალური ცხოვრების დროს წარმოქმნილი შესაძლო პრობლემების.
ბევრ უცხოელ მეან-გინეკოლოგენს მიაჩნია, რომ ქალს აქვს უფლება აირჩიოს მშობიარობის მეთოდი.
თუმცა ბევრია ისეთიც, ვისაც მიაჩნია რომ საკეისრო უნდა გაკეთდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, ამასთან მიუთითებენ რისკებს.
პირველი როგში ეს არის ინფექციები, სისხლდენები, ზოგჯერ ბავშვებს აქვთ პრობლემები სუნთქვასთან, ქალები ოპერაციის შემდეგ უფრო დიდხანს რჩებიან საავადმყოფოში, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია  საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ხშირად იმაზე უფრო მტკივნეულია, ვიდრე ვაგინალური მშობიარობის შემდგომი პერიოდი.
საკეისრო კვეთის მომხრეები ამტკიცებენ,  რონ ეს ოპერაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა და ამცირებს ბევრი პრობლემას, რომელიც  შეიძლება წარმოიქმნას მშობიარობის შემდეგ.

ექიმის გადაწყვეტილება

ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ექიმის გადაწყვეტილება საკეისრო კვეთაზე ქალის სურვილისამებრ, უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალურად, ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით.
ანუ, თუ ექიმი თვლის, რომ საკეისრო კვეთა უფრო მეტად არის სასარგებლო ბავშვისათვის და დედისათვის, ვიდრე ვაგინალური მშობიარობა, მაშინ ეს გამართლებულია ეთიკურად, თუმცა მიუთითებენ, რომ საკეისრო კვეთა არ უნდა იგეგმებოდეს და არ უნდა კეთდებოდეს ორსულობის 39 კვირამდე, სამედიცინო ჩვენების გარეშე.

თუ მშობიარობა იგეგმება სხვა ქვეყანაში, და თანაც საკეისრო კვეთით, ქალმა უნდა აცნობოს კლინიკის წამომადგენლებს და განიხილოს ამის შესაძლებლობა. მოამზადა რ.მაჩალაძემ; http://medvoyage.info/


საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებებიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საკეისრო კვეთა – ოპერაცია, როდესაც ჩვილი ამოყავთ დედის ორგანიზმიდან მუცლისა და საშვილოსნოს ჭრილობიდან.
📎 საკეისრო კვეთის უმრავლესობა დაგეგმილია, თუმცა ბევრი ჩატარდა იმ დროს, როდესაც მშობიარობის დროს გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემები.
📌 საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებებია:
➡️ ერთზე მეტი ნაყოფი;
➡️ ქალს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იმუნოდეფიციტის სინდრომი, ჰერპესი, გულის დაავადებები;
➡️ ქალს აქვს საშიში ძალზე მაღალი არტერიული წნევა;
➡️ ქალს აქვს ვიწრო მენჯი;
➡️ პლაცენტის წინმდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები;
➡️ ჭიპლართან დაკავშირებული პრობლემები
➡️ ნაყოფის მდებარეობასთან დაკავშირებული პრობლემები;
➡️ ნაყოფი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში;
➡️ ქალს ადრე ჩატარებული აქვს საკეისრო კვეთა
👉 შეიტყვეთ მეტი საკეისრო კვეთის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3Fy7yoy
#ორსულობა #მშობიარობა #ბუნებრივიმშობიარობა #საკეისროკვეთა #საკეისროკვეთისჩვენებეიბ #საკეისროკვეთისრისკები #ინფექცია #საშვილოსნოსრუპტურა #მრავალნაყოფიანიორსულობა #ვიწრომენჯი #მაღალიარტერიულიწნება #პლაცენტისპრობლემები #ჭიპლარისპრობლემები #ნაადრევიმშობიარობა #მკვდრადშობადობა #რეაქციაანესთეზიაზე #თრომბოზი #ამნიონურისისთხისემბოლია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10  


იხ. ასევე სტატიები:

  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები.