საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები

საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 


საკეისრო კვეთა არის უძველესი ღრუსმიერი ოპერაცია, რომლის შესახებ მოიხსენიებენ ბერძნულ მითებში, აგრეთვე ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტისა და რომის იმპერიის ისტორიულ დოკუმენტებში.

ასკლეპიუსი – ექიმობის ღმერთი ძველბერძნულ მითოლოგიაში იყო აპოლონისა და კორონიდა ნიმფას ვაჟიშვილი. კორონიდამ, რომელიც იყო ფეხმძიმედ აპოლონისაგან, უღალატა მას ლამაზმან ისხითთან. განრისხებულმა ზევსმა მოკლა ისხია ელვით, აპოლონმა კი მოღალატე ცოლი, ვაჟიშვილი კი ამოიყვანა მკვდარი დედის მუცლიდან და გადასცა აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ ხირონს.

გადმოცემით, საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას ცეზარი. აი რას წერს ამის შესახებ ისტორიკოსი: ”შემდეგ მოდის ერა მეფე ავგუსტისა, ეს კი იყო კეისარი, კეისარი ფრანგკულად ნიშნავს “ის ამოჭრეს”. ავგუსტის დედა გარდაიცვალა მშობიარობის დროს, მას გაუჭრეს მუცელი და ამოიყვანეს ჩვილი და დაარქვეს კეისარი. ავგუსტი თავს იწონებდა  სხვა მეფეების წინაშე, რადგან ის არ იყო  ნაშობი ქალის საშოდან.“

ძველად ოპერაცია კეთდებოდა მხოლოდ გარდაცვლილ ქალზე, ბავშვის სოცოცხლის გადასარჩენად. მხოლოდ 1521 წელს რუსომ (საფრანგეთი) დაასაბუთა ამ ოპერაციის გაკეთება ცოცხალ ქალზე. პირველი ნამდვილად ცნობილი ოპერაციები გაკეთებულია იტალიელი ექიმის – ქირურგის ქრისტიან ბაიონის მიერ 1540 წელს, და გერმანელი ქირურგის ტრაუტმანის მიერ 1610 წელს, მაგრამ საშვილოსნოზე ჭრილობის გაკერვის შემდეგ ქალები კვდებოდნენ სისხლდენისაგან და ინფექციებისაგან.

ერთ-ერთი პირველი ნამდვილად წარმატებული საკეისრო კვეთა ჩატარდა ინგლისელი ექიმი-ქალის ჯეიმს მირანდა სტიუარდ ბერის მიერ, რომელიც დარეგისტრირდა სამხრეთ აფრიკაში როგორც სამხედრო ექიმი. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს ანტისეპტიკებისა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება, და საშვილოსნოზე ჭრილობის გაკერვა. დღეის მდგომარეობით ქალების 10%-დან 25%-მდე მშობიარობენ საკეისრო კვეთით.

ამერიკის 41 შტატში ჩატარებული საკეისრო კვეთის სტატისტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ 475000 ქალს ის ჩატარებული აქვს დადასტურებული მტკიცებულებების გარეშე: მათ შეიძლება ჰქონოდათ ფიზიოლოგიური მშობიარობა. დაკვირვებამ აჩვენა აგრეთვე, რომ იმ შტატებში, სადაც საკეისრო კვეთის წილი საკმაოდ მაღალია, ბავშვთა სიკვდილიანობა არ არის იმაზე დაბალი, ვიდრე სხვა შტატებში, როდესაც იაპონიაში, ქვეყანაში, რომელიც გამოირჩევა ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ყველაზე დაბალი სიკვდილიანობით, საკეისრო კვეთა კეთდება ძალიან ცოტა. მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ; >>> საკეისრო


გადასვლა >>>>  ,,მეანობა”საკეისროპლასტირი ნაწიბურისათვის;   იხ. ასევე სტატიები:
  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები