მითები საკეისრო კვეთის შესახებ
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე”>>
- პლასტირები ნაწიბურის კორექციისათვის
- კრემები, გელები ნაწიბურის კორექციისათვის
- საკეისროს შემდგომი კორსეტები, ბანდაჟები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
საკეისრო კვეთა ერთ-ერთი გავრცელებული ოპერაციაა მსოფლიოში. არსებობს რამდენიმე მითი საკეისროზე, რაც აშინებს მომავალ დედებს.
მითი N1 – საკეისრო კვეთის შემდეგ არ შეიძლება მშობიარობა და ორსულობა
სინამდვილეში, ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია 2-3 წლით დაცდა. თუ დაფეხმძიმება დადგა უფრო ადრე, არის რისკი, რომ ან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ან მშობიარობის დროს ძველი ნაკერი გაიხსნეს, რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას.
ეს რისკი 3 წლის შემდეგ თითქმის აღარ არსებობს.
მითი N2 – საკეისრო კვეთის შემდეგ მუცელზე რჩება დიდი შრამი.
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბავშვი ამოჰყავთ იმ ნაკვეთიდან, რომელიც კეთდება მუცლის ქვემოთ, თითქმის თმის ზრდის ხაზზე.
შემდეგ ადებენ კოსმეტიკურ ნაკერს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველია შიშველ ტანზე. საცვალი კი მთლიანად ფარავს მას.
მითი N3 – თუ ბავშვი ვერ გაივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს, მაშინ მასა და ბავშვს შორის არ მყარდება ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირი
ეს არის ყველზე ხშირი გაუგებრობა. ერთადერთი პრობლემა არის ფსიქოლოგიური, დედის სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გზით მოევლინა პატარა ამ სამყაროს, მთავარი არის თუ როგორი სითბო და ზრუნვა ექნება მას შემდგომ და ის, რომ მთელი ცხრა თვე დედა და ბავშვი იყო ერთი სხეული, ეს არ იკარგება.
მითი N4 – საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვს აუცილებლად უჩნდება ნევროლოგიური პრობლემები, ხშირად ავადმყოფობს
სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ბავშვების პრობლემები არ განსხვავდება იმ ბავშვებისაგან, რომლებიც მოევლინენ ქვეყანას ბუნებრივი გზით. ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მშობიარობის მიმდინარეობაზე, დედის დაავადებებზე, მშობიარობის შემდგომ მოვლაზე და ა.შ.
მითიN 5 – საკეისროს შემდეგ არ მოდის რძე, და არ შეიძლება ძუძუთი კვება
ერთადერთი, რასაც მოკლებულია ჩვილი საკეისროს შემდეგ ის არის, რომ ძუძუსთან მიახლოება ვერ ხერხდება დაბადებიდან ძალიან მალე. ძუძუთი კვება იწყება მეორე დღიდან – იმ დროიდან როდესავ ქალი გადაყვანილი იქნება მშობიარობისშემდგომ პალატაში, და მას იქ მოუყვანენ ჩვილს. რძე საკეისრო კვეთის შემდეგ მოდის ჩვეულებრივად მეორე – მეოთხე დღეს, ისევე როგორც ჩვეულებრივ მშობიარეს.
საკეისრო კვეთა – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🤰 მითები საკეისრო კვეთის შესახებ:
1️⃣ საკეისრო კვეთის შემდეგ არ შეიძლება მშობიარობა და ორსულობა
➡️ სინამდვილეში, ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია 2-3 წლით დაცდა. თუ დაფეხმძიმება დადგა უფრო ადრე, არის რისკი, რომ ან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ან მშობიარობის დროს ძველი ნაკერი გაიხსნეს, რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას. ეს რისკი 3 წლის შემდეგ თითქმის აღარ არსებობს
2️⃣ საკეისრო კვეთის შემდეგ მუცელზე რჩება დიდი ნაიარევი
➡️ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბავშვი ამოჰყავთ იმ ნაკვეთიდან, რომელიც კეთდება მუცლის ქვემოთ, თითქმის თმის ზრდის ხაზზე. შემდეგ ადებენ კოსმეტიკურ ნაკერს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველია შიშველ ტანზე. საცვალი კი მთლიანად ფარავს მას
3️⃣ თუ ბავშვი ვერ გაივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს, მაშინ მასა და ბავშვს შორის არ მყარდება ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირი
➡️ ეს არის ყველზე ხშირი გაუგებრობა. ერთადერთი პრობლემა არის ფსიქოლოგიური, დედის სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გზით მოევლინა პატარა ამ სამყაროს, მთავარი არის თუ როგორი სითბო და ზრუნვა ექნება მას შემდგომ და ის, რომ მთელი ცხრა თვე დედა და ბავშვი იყო ერთი სხეული, ეს არ იკარგება
4️⃣ საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვს აუცილებლად უჩნდება ნევროლოგიური პრობლემები, ხშირად ავადმყოფობს
➡️ სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ბავშვების პრობლემები არ განსხვავდება იმ ბავშვებისაგან, რომლებიც მოევლინენ ქვეყანას ბუნებრივი გზით. ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მშობიარობის მიმდინარეობაზე, დედის დაავადებებზე, მშობიარობის შემდგომ მოვლაზე და ა.შ.
5️⃣ საკეისროს შემდეგ არ მოდის რძე, და არ შეიძლება ძუძუთი კვება
➡️ ერთადერთი, რასაც მოკლებულია ჩვილი საკეისროს შემდეგ ის არის, რომ ძუძუსთან მიახლოება ვერ ხერხდება დაბადებიდან ძალიან მალე. ძუძუთი კვება იწყება მეორე დღიდან – იმ დროიდან როდესავ ქალი გადაყვანილი იქნება მშობიარობისშემდგომ პალატაში, და მას იქ მოუყვანენ ჩვილს. რძე საკეისრო კვეთის შემდეგ მოდის ჩვეულებრივად მეორე – მეოთხე დღეს, ისევე როგორც ჩვეულებრივ მშობიარეს
📌
🤗 მოგწონთ ჩვენი პოსტები? გამოიწერეთ ჩვენი საიტი medgeo.net
#ორსულობა #მშობიარობა #საკეისრო #საკეისროკვეთა #მითებისაკეისროკვეთაზე #საკეისროკვეთისჩვენებები #რჩევებისაკეისროკვეთაზე #მშობიარობისშემდგომიმოვლა #გამოჯანსაღებასაკეისროსშემდეგ #საკეისროსშემდეგიორსულობა #საკეისრონაიარევი #საკეისროსშემდგომიბავშვისკვება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
გადასვლა >>>> მეანობა; საკეისრო; პლასტირი ნაწიბურისათვის; იხ. ასევე სტატიები:
- საკეისრო კვეთა
- მითები საკეისრო კვეთის შესახებ
- საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
- საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
- სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
- საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
- როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
- შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
- საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
- საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები