შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?

სპეციალისტების რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში, ქალები უნდა მოერიდონ  ფიზიკურ დატვირთვას, განსაკუთრებით მუცლის კუნთების. თუმცა არის ვარჯიშები, რომლებიც სასარგებლოა და მოეხმარება ქალს რეაბილიტაციაში.


♥♥ საკეისროს შემდგომი კორსეტები, ბანდაჟები ,,ამაზონზე”  c-section recovery corset >>   

პლასტირები – C-Section Scar Treatment Strips >>>
– კრემები, გელები – C-Section Scar removal cream >>>


პირველი ვარჯიშები ოპერაციის შემდეგ

როგორ უნდა მოვიცილოთ მუცელი ოპერაციის შემდეგ – ეს პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებთ დედებს მშობიარობის შემდეგ ტკივილების გავლისთანავე.  ზოგი ვარჯიში ძალზე სასარგებლოა ამ სიტუაციაში, მაგრამ ისინი უნდა გაკეთდეს ზომიერად. უნდა დავიწყოთ სპორტის იმ სახეობებით,  რომლებიც არ იძლევიან დატვირთვას მუცლის პრესის კუნთებზე. შეიძლება აირჩეს ვარჯიშები ფეხებისათვის.

დაჯექით მოხერხებულად, ზურგის ქცეშ დაიდეთ ბალიში. ენერგიულად ატრიალეთ ტერფები, მოხარეთ და გაშალეთ ისინი, აგრეთვე მოხარეთ და გაშალეთ მუხლები;  ასევე შეიძლება ისეთი ვარჯიშების გაკეთება, რომლებიც უფრო მეტად დატვირთავს საჯდომ კუნთებს.

როდის უნდა გაკეთდეს “პრესი” საკეისრო კვეთის შემდეგ

ოპერაციის შემდეგ მუცლის კუნთები უნდა დავიცვათ ზედმეტი დატვისთვისაგან. ვარჯიში უნდა დავიწყოთ ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ, უნდა დავიწყოთ მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშით. მთავარია  – ვარჯიში უნდა შესრულდეს ამოსუნთქვაზე, და არა ჩასუნთქვაზე. შეეცადეთ შეწიოთ ჭიპი და ავუშვათ შემდეგ ზემოთ, კუნთები უნდა დავიჭიროთ 10 წამის განმავლობაში, თუ ვარჯიში მტკივნეულია, ე.ი. სპორტით დაკავება ცოტა უნდა დავაყოვნოთ. “პრესით” დაკავება საკეისრო კვეთის შემდეგ დაიწყეთ მხოლოს მაშინ, როდესაც დარწმუნდებით, რომ  ნაკერი კარგადაა შეხორცებუნული და ტკივილი  აღარ გაქვთ. საუკეთესო მეთოდი ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად არის აერობიკის ვარჯიშები, სპორტული სიარული, ველოსიპედით გასეირნება, ცურვა.


♥♥ საკეისროს შემდგომი კორსეტები, ბანდაჟები ,,ამაზონზე”  c-section recovery corset >>     

 


ქალის ორგანიზმის  ფიზიოლოგიური აღდგენა საკეისრო კვეთის შემდეგ

საშვილოსნო ოპერაციის შემდეგ უფრო ნელა იკუმშება, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ. მისი აღდგენა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ორსულობის მიმდინარეობაზე, ოპერაციის ჩატარების პირობებზე. ტკივილი მუცლისა და ნაწიბურის არეზე შესაძლოა გაგრძელდეს წელიწადიც.

ასევე ინდივიდუალურია მენსტრუალური ციკლის აღდგენა. ის პირდაპირ კავშირშია ლაქტაციასთან. პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია ძუძუთი კვებაზე, თრგუნავს ოვულაციას. თუ პატარა მთლიანად არის ბუნებრივ კვებაზე, მენსტრუაცია შეიძლება არც მოვიდეს წელიწადი-წელიწადნახევარიც. თუმცა, როგორც ავღნიშნეთ –  ესეც ინდივიდუალურია. თუ ახალშობილი ხელოვნურ კვებაზეა, მენსტრუაცია დგება მეორე თვეზე.

ნებისმიერი მშობიარობის შემდეგ, პირველი 4-8 კვირის განმავლობაში ქალს აღენიშნება ლოქიები. ის მოწმობს იმაზე, რომ მშობიარობის შემდგომი ჭრილობა პლაცენტის მოცილების შემდეგ შუშდება.

თუ ვერ მოხერხდა მენსტრუალური ციკლის მოწესრიგება საკეისრო კვეთის შემდეგ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დაფეხმძიმდეს ოპერაციიდან პირველ თვეებში. ნებისმიერ ასეთ მდგომარეობაში, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ; http://www.probirka.org/
იხ. ასევე სტატიები:
  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..