საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- საკეისროს შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე”
- საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები – პლასტირები – კრემები, გელები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
საკეისრო კვეთა სულ ახლო წარსულში კეთდებოდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენების მიხედვით, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობდა ქალი ამაზე. მაგრამ დღეს გაჩნდა ტენდენცია: ორსულები შეგნებულად ირჩევენ ამ მეთოდს, მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი ნაკლებად ტრავმატულია ფსიქიკისა და ფიზიოლოგიისათვის და უფრო უსაფრთხო. მოდით გავარკვიოთ რა ამოძრავებთ ორსულებს: ტკივილის შიში, საკუთარი ძალების შეუფასებლობა, შიში ბავშვის დისკომფორტზე თუ ძალზე იოლი დამოკიდებულება ამ მშობიარობის მეთოდის მიმართ.
იმაზე ფიქრი, რომ საკეისრო კვეთა – ეს არის იოლი და უსაფრთხო მეთოდი მშობიარობისა, ეს აზრი საფუძველს არის მოკლებული. პირველ რიგში, მშობიარობის ამ ფორმას მივყავართ ოპერაციისშემდგომ გართულებებთან. მერე, რაც უნდას ითქვას აუცილებლად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროს უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი გზით. და მაინც, რატომ ირჩევენ და ითხოვენ ქალები საკეისრო კვეთას ? აქ არის რამდენიმე ვარიანტი.
მშობიარობა ტკივილის გარეშე
ქალი, რომელიც ემზადება მშობიარობისათვის, ყოველთვის ისმენს სხვის აზრს, თუ რაოდენ მტკივნეულია და ძნელია მშობიარობა. ამიტომ ის ცდილობს შეამციროს თავისი მდგომარეობის უარყოფითი მოვლენები, თვლის, რომ ასე იქნება ნაკლებად მტკივნეული და უფრო იოლი.
ახალგაზრდა დედას უნდა ავუხსნათ ყველაფერი, ყველა გართულებაზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას, ისიც რომ, მუნებრივი მშობიარობის დროს ბუნება არის დედის მხარეზე, მის ორგანიზმში გამომუშავdება ნივთიერებები რომლებიც ამცირებენ ტკივილს.
ლამაზი თარიღი
ძალიან უცნაური და ძალზე ეგოისტური მიზეზი საკეისრო კვეთისა. მაგრამ ასეთი პრეცენდენტები ბევრი იყო. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს იმისა, რომ ბავშვი გაჩნდეს მაშინ, როდესაც დედა უნდა და არა მაშინ, როდესაც მოვიდა დრო.
დედის და ბავშვის ფიზიოლოგია თვითონ კარნახობს დაბადების იდეალურ თარიღს, როდესაც იწყება ჭინთვები და იღვრება სანაყოფო წყლები. მაგრამ ჩვენ საკეისრო კვეთით ნაყოფის ორგანიზმს ვუკარგავთ უნარს სწორად გააკეთოს რეაგირება სიტუაციაზე.
და მაინც, ერთია როდესაც საკეისრო კვეთის გარეშე არ შეიძლება, ვინაიდან საუბარია ბავშვის ან დედის სიცოცხლეზე. და მეორე, როდესაც ეს გადაწყვეტილება არის ქალის ახირება, კაპრიზი. მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
გადასვლა >>>> მეანობა; საკეისრო; პლასტირი ნაწიბურისათვის; იხ. ასევე სტატიები:
- საკეისრო კვეთა
- მითები საკეისრო კვეთის შესახებ
- საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
- საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
- სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
- საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
- როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
- შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
- საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
- საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები