მითები საკეისრო კვეთის შესახებ


ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ საკეისრო კვეთის შემდგომი ბანდაჟები, ასევე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

საკეისრო კვეთა ერთ-ერთი გავრცელებული ოპერაციაა მსოფლიოში. არსებობს რამდენიმე მითი საკეისროზე, რაც აშინებს მომავალ დედებს.

მითი N1 – საკეისრო კვეთის შემდეგ არ შეიძლება მშობიარობა და ორსულობა.

სინამდვილეში, ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია 2-3 წლით დაცდა. თუ დაფეხმძიმება დადგა უფრო ადრე, არის რისკი, რომ ან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ან მშობიარობის დროს ძველი ნაკერი გაიხსნეს, რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას. ეს რისკი 3 წლის შემდეგ თითქმის აღარ არსებობს.

♥♥ საკეისროს შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე” corset cesarean section >  

მითი N2 – საკეისრო კვეთის შემდეგ მუცელზე რჩება დიდი შრამი.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბავშვი ამოჰყავთ იმ ნაკვეთიდან, რომელიც კეთდება მუცლის ქვემოთ, თითქმის თმის ზრდის ხაზზე. შემდეგ ადებენ კოსმეტიკურ ნაკერს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველია შიშველ ტანზე. საცვალი კი მთლიანად ფარავს მას.

♥♥ საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე”  – c-section scar treatment  >>

პლასტირები – C-Section Scar Treatment Strips >>>
– კრემები, გელები – C-Section Scar removal cream >>>

მითი N3 – თუ ბავშვი ვერ გაივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს, მაშინ მასა და ბავშვს შორის არ მყარდება ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირი.

ეს არის ყველზე ხშირი გაუგებრობა. ერთადერთი პრობლემა არის ფსიქოლოგიური, დედის სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გზით მოევლინა პატარა ამ სამყაროს, მთავარი არის თუ როგორი სითბო და ზრუნვა ექნება მას შემდგომ და ის, რომ მთელი ცხრა თვე დედა და ბავშვი იყო ერთი სხეული, ეს არ იკარგება.

მითი N4 – საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვს აუცილებლად უჩნდება ნევროლოგიური პრობლემები, ხშირად ავადმყოფობს.

სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ბავშვების პრობლემები არ განსხვავდება იმ ბავშვებისაგან, რომლებიც მოევლინენ ქვეყანას ბუნებრივი გზით. ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მშობიარობის მიმდინარეობაზე, დედის დაავადებებზე, მშობიარობის შემდგომ მოვლაზე და ა.შ.

მითიN 5 – საკეისროს შემდეგ არ მოდის რძე, და არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ერთადერთი, რასაც მოკლებულია ჩვილი საკეისროს შემდეგ ის არის, რომ ძუძუსთან მიახლოება ვერ ხერხდება დაბადებიდან ძალიან მალე. ძუძუთი კვება იწყება მეორე დღიდან – იმ დროიდან როდესავ ქალი გადაყვანილი იქნება მშობიარობისშემდგომ პალატაში, და მას იქ მოუყვანენ  ჩვილს. რძე საკეისრო კვეთის შემდეგ მოდის ჩვეულებრივად მეორე – მეოთხე დღეს, ისევე როგორც ჩვეულებრივ მშობიარეს.

მიუხედავად ამ მითების გაქარწყლებისა, მაინც საკეისრო კვეთა არც ისე იოლი საქმეა, როგორც შეიძლება ჩანდეს. გართულებებიდან არავინ არის დაზღვეული.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?

>>> საკეისრო


გადასვლა >>>> მეანობასაკეისროპლასტირი ნაწიბურისათვის;   იხ. ასევე სტატიები:

  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

..

..