საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები

სტატიის ბოლოს – საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

საკეისრო კვეთა – ეს არის ღრუსმიერი ოპერაცია, როდესაც ბავშვი ამოყავთ საშვილოსნოს მუცლის კედლის ჭრილობიდან. ადრე, ამ ოპერაციაზე მიდიოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დგებოდა რეალური საფრთხე ქალისა და ბავშვის სიცოცხლეზე, ან მშობიარეს არ შეეძლო ემშობიარებინა დამოუკიდებლად. 

თანამედროვე სამშობიარო სახლებში – ყოველი მეოთხე მშობიარობა – საკეისრო კვეთაა. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ  სხვაა როდესაც ოპერაციის საჭიროება გასაზღვრულია სამედიცინო ჩვენებით და სულ სხვაა, როდესაც არის ქალის მოთხოვნა.

ბევრს ეშინია მშობიარობის, არ უნდა ტკივილის ატანა, არ უნდათ იტანჯონ ჩახევებისა და სხვა პრობლემებებისაგან, რომელიც დაკავშირებულია შემდგომ სქსობრივ ცხოვრებასთან; ზოგი კი არ არის დარწმუნებული ჩვეულებრივი მშობიარობის კარგ გამოსავალთან. მშობიარეს უფრო ადვილად ეჩვენება, რომ დაწვეს ქირურგიულ მაგიდაზე და გაიკეთოს ოპერაცია, ვიდრე იმშობიაროს ბუნებრივად.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რისკები ამდაგვარი ოპერაციების დროს დაყვანილია მინიმუმამდე. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა გავლენას ახდენს  ორგანიზმზე; გამონაკლისი არც საკეისრო კვეთაა.

♦ საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე”  – c-section scar treatment  >>>>

– პლასტირები – C-Section Scar Treatment Strips>>>
– კრემები, გელები – C-Section Scar removal cream >>>

შესაძლო გავლენები დედაზე

საკეისრო კვეთის ზეგავლენა ქალზე, თუ იქნება დაცული მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე. რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სრული აღდგენა და მეორე ბავშვის ბუნებრივი მშობიარობით გაჩენა.


საკეისრო კვეთის ზეგავლენას ან მის შემდგომ მოვლენებს მიეკუთვნება:

– ორგანიზმის არაპროგნოზირებადი რეაქცია ნარკოზზე
– სისხლდენის განვითარების რისკი, რომლის კუპირებისათვის აუცილებელი იქნება სისხლის გადასხმა,
– საშვილოსნოსა და შინაგანი ორგანოების ინფექციების განვითარების რისკი
– ნაკერების დაჩირქებისა და გახსნის რეალური საშიშროება
– პრობლემები ნაწლავის მუშაობაში
– ნელი აღდგენა ოპერაციის შემდეგ
– ტკივილი  მუცლის არეში
– ოპერაციის შემდგომი ნაკერების მტკივნეულობა
– ძუძუთი კვების სირთულეები
– სისხლიანი გამონადენი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ოპერაციის შემდეგ თვენახევარი.

გარდა ამისა, ითვლება, რომ საკეისრო კვეთის შესაძლო გართულებად ჩაითვალოს დედასა და ბავშვს შორის ფსიქოლოგიური კავშირის შესუსტება. ოპერაციის შემდეგ დედას ხშირად აღენიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის დათრგუნვა, რადგან ორგანიზმი ვერ იგებს, რომ ჩაიარა მშობიარობამ და ჩნდება მოვლენის დაუსრულებლობის შეგრძნება. მაგრამ ეს ჯერ არ არის დამტკიცებული მეცნიერების მიერ.

შესაძლო გავლენები ბავშვზე

ბავშვისათვის საკეისრო კვეთის ზეგავლენა განპირობებულია ანესთეზიის ხარისხით. უპირატესობა უნდა ექნეს ეპიდურალურ ანესთეზიას, და არა საერთო ნარკოზს. ასეთ შემთხვევაში ხდება მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილის გაუტკივარება და ბავშვზე არასასურველი ზემოქმედება დაყვანილია მინიმუმამდე. ჩვილები, რომლებიც გაჩნდნენ საკეისრო კვეთის შედეგად, საჭიროებენ დიდ ყურადღებას და სათუთ მოვლას.

საკეისრო კვეთის შესაძლო ზეგავლენას ან მის შემდგომ მოვლენებს მიეკუთვნება:

–  ასფიქსიის საშიშროება ნარკოზის ზემოქმედების შედეგად სასუნთქ სისტემაზე
– ტრავმატიზაციის რისკი ოპერაციის დროს
– ზოგჯერ ვითარდება ნევროლოგიური და სუნთქვითი პათოლოგიები და ალერგიები
– შემდგომში ასეთი ბავშვები შეიძლება აღენიშნებოდეთ ყურადღების დეფიციტი, არიან ზედმეტად აქტიურნი და მშფოთვარენი, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით.

მიუხედავად ამისა,  შედეგები კი შეიძლება იოლად გადაიფაროს ყურადღებით და ზრუნვით, ბავშვის სწორი აღზრდით.

ასეთი ბავშვები ორჯერ უფრო მეტად საჭიროებენ ძუძუთი კვებას. ძუძუთი კვების დროს მყარდება ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი დედასა და ჩვილს შორის, გარდა ამისა, უკან იწევს ნევროლოგიური და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ გამაჯანსაღებელი პროცედურები, ცურვა და მასაჟი. ყველა ფსიქოლოგიური სირთულე უნდა იყოს კორექტირებული მშობლის სიყვარულით და ზრუნვით.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? 
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
_______________________________________

გადასვლა >>>>  ,,მეანობა”საკეისრო (ინდექსი)პლასტირი ნაწიბურისათვის;   იხ. ასევე სტატიები:

  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები
.