რატომ ტირის ახალშობილი

ყველა ბავშვი ტირის. თუმცა, თუ მოზრდილი ბავშვის ტირილის მიზეზის გაგება ადვილია, ახალშობილის პირიქით.

ტირილის ძირითადი მიზეზები

ახალშობილის ტირილის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია მისთვის მთავარ მოთხოვნილებებთან და პრობლემებთან, ესენია: შიმშილი, ტკივილი, შიში, წყურვილი, დისკომფორტი, გადაცივება ან გადახურება, გადაღლა, ურთიერთობის სურვილი.

ზოგჯერ მშობლები ვერ ხვდებიან რატომ ტირის მათი შვილი. მაგრამ, ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად, დედა თანდათან იწყებს ტირილის გარჩევას ინტონაციის, ხანგრძლივობის და ხმის სიმაღლის მიხედვით.

როგორ გავიგოთ მიზეზი

ყველაზე ძლიერი გამაღიზიანებელი ნებისმიერი ადამიანისთვის არის შიმშილის გრძნობა, ტკივილი და შიში. ამიტომ, ახალშობილის ყველაზე ხმამაღალ და გაბმულ ტირილს გავიგებთ ზუსტად ამ მიზეზების გამო.

  • ტირილი შიმშილის დროს – ხმამაღალია, ხანგრძლივი, ინტენსივობა თანდათან იზრდება და გადაიზრდება ყვირილში. მშიერი ბავშვი მაშინვე დაიწყებს ძუძუს მოძებნას, როგორც კი ხელში აიყვანთ.
  • ტირილი ტკივილის გამო – როგორც წესი ჩივილის ხასიათისაა, ინტენსივობა არ იცვლება. თუ ტკივილი უცებ აღმოცენდა, ტირილიც ძლიერი და ღრიალის მსგავსია.
  • ტირილი შიშის გამო – იწყება უეცრად, ხმამაღალია, ზოგჯერ ისტერიული. შეიძლება ასევე უცებ შეწყდეს.

„მომხმობი“ ტირილი – ეს არის პატარას მცდელობა გაუწყონ თავისი პრობლემების შესახებ. ის არახმამაღალი და არახანგრძლივია, მეორდება შუალედების შემდეგ. ბავშვი ტირის რამოდენიმე წამი, შემდეგ კი ელოდება თქვენს რეაქციას. თუ მოთხოვნა უპასუხოდ დარჩება, ტირილი მეორდება და ყოველ გამეორებასთან ერთად უფრო ხმამაღალი ხდება.

რატომ ტირის ახალშობილი თუ არ შია და არაფერი ტკივა?

  • თუ ბავშვი დისკომფორტს გრძნობს სველი საფენის გამო, ტირილი იქნება წუწუნის მსგავსი, თვითონ კი მოუსვენარი და გამოხატავს უკმაყოფილობის ნიშნებს.
  • თუ ბავშვს სცივა, ტირილი გადაიზრდება სლოკინში; კანი ფერმკრთალი და შეხებით ცივია.
  • თუ ბავშვს სცხელა, ტირილის თან ახლავს სახის შეწითლება, კანი ცხელი აქვს და ხელ-ფეხს იქნევს.
  • თუ ბავშვი გადაღლილია, ის ჭირვეულობს, ტირილის მისი გართობის ყოველი მცდელობისას, არ წყნარდება დარწევით.
  • როცა ბავშვს ურთიერთობა უნდა ტირის, ისე თითქოს ეძახის დედას და წყნარდება, როდესაც გაიგებს მოახლოებული ნაბიჯების ხმას.

როდესაც იცით ტირილის ძირითადი მიზეზები, ბავშვის დამშვიდება ადვილია. შეიძლება პრობლემა გაჩნდეს ტკივილის გამო ტირილის დროს, ამ დროს მთავარია მოითმინოთ და მშვიდად მოიქცეთ.

ბავშვი ტირის ბანაობის დროს

  • ცივი ან ცხელი წყალი – ბანაობის წინ აუცილებელია წყლის ტემპერატურის შემოწმება, უნდა იყოს 36-37 გრადუსი
  • ეს პროცედურა აშინებს – შეეცადეთ ბანაობის დროს მშვიდი ხმით ესაუბროთ და ყურადღება გადაატანინოთ
  • თქვენ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და თქვენი შიში მას გადაედება – დაწყნარდით, ხოლო თუ ძალიან გეშინიათ ვინმეს სთხოვეთ დახმარება
  • კანზე რამე დაზიანება აქვს

ბავშვი ტირის კვების დროს

  • ჭამის დროს გრძნობს ტკივილს. ეს ხდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების (სტომატიტი), ინფექციების (ყელის ან ყურის ანთება), კბილების ამოჭრის დროს.
  • პატარას არ მოსწონს გემო. რძის გემო იცვლება, როდესაც დედა იკვებება მძაფრი სუნის და გემოს მქონე პროდუქტებით, რაც არ არის რეკომენდებული მათთვის. ზოგჯერ ძუძუს თავზე რჩება რძისგან დარჩენილი ფუფხი, ამიტომ კვების წინ უნდა გაისუფთავოთ.

ბავშვი ტირის ძილში

  • მოშივდა
  • ცუდი სიზმარი ნახა
  • მოუხერხებელ პოზაში წევს
  • სტკივა
  • იგრძნო, რომ დედა მასთან არაა

გარდა ამისა, ბავშვები ტირიან მოშარდვის და ნაწლავების დაცლის დროს. ამ დროს ყვირილი მოწმობს შარდგამომყოფი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე. მიზეზი აუცილებლად უნდა გაიგოთ, ამისათვის მიმართეთ პედიატრს.

ლიტ:  http://razvitie-krohi.ru/razvitie-rebenka-do-goda/novorozhdennyiy-rebenok-plachet.html

გადასვლა >>>> ,,ბავშვი”

..