ტკივილი მხრისა და ბეჭის მიდამოში

 ტკივილი მხრისა და ბეჭის მიდამოში

 

 

 კარდიოლოგ დავით მალიძეს–გამარჯობათ, ვარ 23 წლის პროფესიონალი კომპიუტერის მოსამსახურე , დროის უმეტეს ნაწილს  ვატარებ  კომპიუტერთან მჯდომი. ჩემი წონაა 90 კგ და სიმაღლე 183 სმ. მე ვგრძნობ ტკივილს  მარცხნივ მაღლა  ბეჭის მიდამოში,  რომელიც გადადის მხარზე, ბრუნდება და ჩადის   გულის უკან, როცა ვმუშაობ ან ვაკეთებ  ვარჯიშებს ტკივილი გამდის, მაგრამ როდესაც ვწვები საწოლში, ტკივილი ბრუნდება , ტკივილი საშუალო სიძლიერისაა და არ იზრდება. ტკივილი მეწყება,  მაშინ როდესაც,  ძილის წინ ვწვები პირაღმა. როდესაც ვიცვლი მდგომარეობას და ვბრუნდები გვერდზე ტკივილი ქრება . ბოლო დროს მოვიმატე წონაში, ვარჯიშობ დღეში 30–45 წუთი მაგრამ, ადრე უფრო მეტს ვარჯიშობდი. მაინტერესებს თქვენი აზრი ეს ხომ არ არის გულის პრობლემა?>>> 
–  თქვენ რაც აღწერეთ  ვფიქრობ, რომ არ არის დაკავშირებული გულთან. მე ვეჭვობ რომ  თქვენ სწორად არ მიუთითებთ გულის მდგომარეობას, პაციენტთა უმეტესობას მიაჩნია რომ გული ჩვეულებრივად მდებარეობს გულმკერდის მარცხენა მხარეს, როდესაც სინამდვილეში ის უფრო  გულმკერდის ცენტრშია მოთავსებული. თქვენ აღწერთ გრძელ გზას ტკივილის აღმოცენებასა და მის  გულთან მისვლამდე, რაც გულის ტკივილისთვის არ არის დამახასიათებელი. აგრეთვე გულის  ტკივილისთვის არ არის დამახასიათებელი სხეულის პოზიციის ცვლის დროს ტკივილის შეწყვეტა.  სწორია,რომ თქვენ  ცდილობთ წონის შენაჩუნებას . ამისათვის საჭიროა ან ფიზიკური დატვირთვების გაძლიერება  ან დიეტაზე ყოფნა, ან ორივე ერთად.  ტკივილი რომელსაც თქვენ აღწერთ თავისი ბუნებით დაკავშირევულია სხეულის პოზიციასთან , შესაძლოა ხშირად გიწევთ კომპიუტერთან უხერხულ პოზიციაში ჯდომა. ამ დროს ხშირად ვითარედება სინდრომი რომელსაც ეწოდება მხრის  “ტუნელის” სინდრომი. რომლის დროსაც ხდება ნერვული კონის ჩაჭედვა   კუნთებს შორის და რომელიც ხშირად თავისთავად ქრება,   სხეულის პიზიციის კორექტირებით. ის ფაქტიც,რომ თქვენ ტკივილი გეწყებათ დაწოლილ მდგომარეობაში,    მიუთითებს ამ სიმპტომზე. მაგრამ, რადგან თვენ ამბობთ რომ ტკივილი გადადის გულის მიდამოში, არ იქნება ურიგო, საკუთარი თავის  დასამშვიდებლად  გადაგეღოთ 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამა.  რომელიც გამორიცხავდა  გულის  პრობლემას.