Tag Archives: ტკივილი გულის მიდამოში

ტკივილი მხრისა და ბეჭის მიდამოში

 ტკივილი მხრისა და ბეჭის მიდამოში

 

 

 კარდიოლოგ დავით მალიძეს–გამარჯობათ, ვარ 23 წლის პროფესიონალი კომპიუტერის მოსამსახურე , დროის უმეტეს ნაწილს  ვატარებ  კომპიუტერთან მჯდომი. ჩემი წონაა 90 კგ და სიმაღლე 183 სმ. მე ვგრძნობ ტკივილს  მარცხნივ მაღლა  ბეჭის მიდამოში,  რომელიც გადადის მხარზე, ბრუნდება და ჩადის   გულის უკან, როცა ვმუშაობ ან ვაკეთებ  ვარჯიშებს ტკივილი გამდის, მაგრამ როდესაც ვწვები საწოლში, ტკივილი ბრუნდება , ტკივილი საშუალო სიძლიერისაა და არ იზრდება. ტკივილი მეწყება,  მაშინ როდესაც,  ძილის წინ ვწვები პირაღმა. როდესაც ვიცვლი მდგომარეობას და ვბრუნდები გვერდზე ტკივილი ქრება . ბოლო დროს მოვიმატე წონაში, ვარჯიშობ დღეში 30–45 წუთი მაგრამ, ადრე უფრო მეტს ვარჯიშობდი. მაინტერესებს თქვენი აზრი ეს ხომ არ არის გულის პრობლემა?>>>

Read More