ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი astigmatism

ასტიგმატიზმი ერთ თვალში ამეტროპიის სხვადასხვა სახის, ან ერთი სახის ამეტროპიის სხვადასხვა ხარისხის შერწყმა.

ასტიგმატიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ორ მთავარ ურთიერთპერპენდიკულარულ მერიდიანებზე ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი გარდამტეხი უნარი. ამის შედეგად ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების შემდეგ. განასხვავებენ მის შემდეგ  სახეებს: მარტივი ასტიგმატიზმი: – ერთ – ერთ მთავარ მერიდიანში ემეტროპია, მეორეში – მიოპია ან ჰიპერმეტროპია; რთული ასტიგმატიზმი – ორივე მთავარ მერიდიანში ერთნაირი სახის ამეტროპია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის; შერეული ასტიგმატიზმი – ერთ – ერთ მთავარ მერიდიანში აღინიშნება მიოპია, ხოლო მეორეში – ჰიპერმეტროპია.

ასტიგმატიზმი – სიმპტომები

მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი. გამოკვლევისას აღინიშნება თვალის გარდამტეხ ძალებში განსხვავება სხვადასხვა მერიდიანებში. დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას მთავარ გარდამტეხ მერიდიანში.

ასტიგმატიზმი – მკურნალობა

სათვალეების მუდმივი ტარდება ასტიგმატური ლინზებით. პროგნოზი. სწორი კორექციის დროს შენარჩუნებულია მხედველობის მაღალი სიმახვილე და კარგი შრომისუნარიანობა.

თვალის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.