ბლეფარიტი

ბლეფარიტი blepharitis

ბლეფარიტის სიმპტომებია:  ქუთუთოების კიდეების შეწითლება, ქავილი, ვარჯიშის დროს თვალების სწრაფი დაღლა. ქუთუთოების კიდეებზე აღინიშნება ქერცლი და ქერქები – (მარტივი ან ქერცლოვანი ბლეფარიტი), წამწამების ახლოს ჩირქოვანი ქერქებისა და პატარა წყლულების წარმოქმნა – (წყლულოვანი ბლეფარიტი) >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბლეფარიტი ქუთუთოების კიდეების ანთება.

ბლეფარიტი  ეტიოლოგია

ზოგადი მიზეზები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, გლისტური ინვაზიები, კბილების, ცხვირხახის დაავადებები; სკროფულოზი, ანემია, ავიტამინოზი, ეგზემა და სხ. წინასწარ განმაპირობებელ ფაქტორებს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ რეფრაქციის არაკორეგირებული ფაქტორები, ქრონიკული კონიუნქტივიტები, საცრემლე სადინრების, მეიბომის ჯირკვლების დაავადებები. გარეშე ფაქტორები: სამრეწველო შენობების დამტვერილობა, ქიმურ, ტექსტილურ, ქაღალდის, ცემენტის წარმოებებზე და საოჯახო პირობებში გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან მუდმივი კონტაქტი.

ბლეფარიტი –  სიმპტომები

ქუთუთოების კიდეების შეწითლება, ქავილი, ვარჯიშის დროს თვალების სწრაფი დაღლა. ქუთუთოების კიდეებზე აღინიშნება ქერცლი და ქერქები – (მარტივი ან ქერცლოვანი ბლეფარიტი), წამწამების ახლოს ჩირქოვანი ქერქებისა და პატარა წყლულების წარმოქმნა – (წყლულოვანი ბლეფარიტი). აღინიშნება წამწამების ცვენა, მათი კონებად შეწებება;. არც თუ იშვიათია  ქუთუთოების შესქელება, ჰიპერტროფიადა ამობრუნება. მიმდინარეობა ქრონიკული და ხანგრძლივია.

_____________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები