ათერომა

ათერომა – კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია. თუმცა ყველაზე ხშირად  ჩნდება სახეზე, ყელზე, ზურგზე, თეძოებზე, ქვედა კიდურებზე.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

იგი წარმოადგენს ცხიმოვანი ჯირკვლის  ცისტას, რომლის შიგთავსიც ხაჭოსებრი კონსისტენციის  არასასიამოვნო სუნის მქონე მასაა.
გამორიცხული არ არის ერთდროულად რამოდენიმე ათერომული ცისტის წარმოქმნაც. ათერომა შესაძლებელია გაჩნდეს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

მიზეზები

ათერომის გამომწვევ მიზეზთა შორის აღსანიშნავია:

  • ცხიმოვანი ჯირკვლების გამტარობის დარღვევა;
  • თმის ფოლიკულის შეშუპება;
  • ჯირკვლის სადინარების დამაზიანებელი ტრამვა;
  • მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ტესტოსტერონის მაღალი დონე, კანის მაღალი ცხიმიანობა.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ათერომა საწყის ეტაპზე შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

  • მსხვილი წარმონაქმნი კანქვეშ, რომლის ზომა ლობიოს მარცვლისოდენა ზომიდან თხილის ზომამდეა; შესაძლოა იყოს მრავალრიცხოვანი. სახეზე გვხვდება მრავლობითი წვრილი ათერომები.
  • ტკივილი, სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მომატება;

მეორადი ათერომა, რომელსაც ასევე უწოდებენ ცხიმოვანი ჯირკვლების რეტენციულ ცისტას, წარმოიქმნება სახეზე, ცხვირის ნესტოებზე, ზურგზე და დუნდულებზე. იგი მოლურჯო ფერისაა და შესაძლოა დაწყლულდეს.

დიაგნოსტიკა

დიფერენციალური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, საყურადღებოა ავთვისებიანი წარმონაქმნები, კარბუნკულა, აბსცესი.

მკურნალობ

მკურნალობა ხდება ქირურგიულად, ადგილობრივი გაუმტკივარებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

დიეტა

ათერომას რეციდივების  შემთხვევაში საჭიროა ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებზე დიეტის დაცვა.

გართულებები

  • ათერომის დაჩირქება; ახასიათებს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, ფლუქტუაცია;
  • ათერომები ხშირად წყლულდება, რომლის მიზეზია ლპობითი მიკრობების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემო –  ცხიმოვანი ჯირკვლები.
  • შესაძლოა არანამკურნალევი წანაზრდის ზრდა და კანის ჯანსაღი ნაწილის დაზიანება;
  • ათერომა შესაძლოა გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ.

რისკის ჯგუფი

  • მამაკაცები 20-35 წლის ასაკში (ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებულობის გამო);
  • კანის სებორეული ცვლილებითა და ჭარბი ჩირქოვანი გამონაყარის მქონე ავადმყოფები;
  • ცხიმიანი და შემწვარი საკვების მოყვარული პირები. 

პროფილაქტიკა

  • სახის კოსმეტიკური გაწმენდა;
  • პირადი ჰიგიენის დაცვა;
  • საკვებ რაციონში ცხიმიანი საკვების შეზღუდვა.

ათერომალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ათერომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია
🟡 იგი წარმოადგენს ცხიმოვანი ჯირკვლის ცისტას, რომლის შიგთავსიც ხაჭოსებრი კონსისტენციის არასასიამოვნო სუნის მქონე მასაა
🔎 ათერომის გამომწვევ მიზეზთა შორის აღსანიშნავია:
✅ ცხიმოვანი ჯირკვლების გამტარობის დარღვევა;
✅ თმის ფოლიკულის შეშუპება;
✅ ჯირკვლის სადინარების დამაზიანებელი ტრამვა;
✅ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
✅ ტესტოსტერონის მაღალი დონე;
✅ კანის მაღალი ცხიმიანობა
🆘 ათერომის გართულებები მოიცავს:
➡️ ათერომის დაჩირქება, რომელსაც ახასიათებს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, ფლუქტუაცია;
➡️ ათერომების დაწყლულება, რომლის მიზეზია ლპობითი მიკრობების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემო – ცხიმოვანი ჯირკვლები;
➡️ არანამკურნალევი წანაზრდის ზრდა და კანის ჯანსაღი ნაწილის დაზიანება;
➡️ ათერომას გადაგვარება ავთვისებიან სიმსივნედ
💬 დაინტერესდით და გსურს მეტი შეიტყოთ ათერომას შესახებ?
👉 მაშინ გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას – https://bit.ly/3x9Ghnh
#ათერომა #ცხიმგროვა #ათერომასსიმპტომები #ათერომასნიშნები #ათერომასგანვითარებისმიზეზები #ათერომასმიზეზები #ათერომასგართულებები #ავთვისებიანიწარმონაქმნი #კეთილთვისებიანიწარმონაქმნი #ათერომათავზე #ყურისათერომა #ათერომამკერდზე #ლიპომა #ჩირქოვანიათერომა #ათერომასმკურნალობა #ათერომასდიაგნოსტიკა #ათერომასრისკჯგუფი #ათერომასპროფილაქტიკა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

იხ. ასევე >> ყურის ათერომა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.