ფლეგმონა

ფლეგმონა phlegmon

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფლეგმონა ქსოვილთა ჩირქოვანი გალღობა. ფლეგმონის მიერ დაზიანებული შრეების მიხედვით განასხვავებენ კანქვეშა, სუბფასციურ და კუნთთაშორის ფლეგმონას. ფლეგმონა შესაძლებელია განვითარდეს შუასაყარშიც, რეტროპერიტონეუმში, გულმკერდისა და მუცლის კედლებში. ინფექციის გამომწვევია სტრეპტოკოკები, ანაერობული და ლპობითი მიკროორგანიზმები. ინფექციის შეჭრის კარი ხშირად ჭრილობებია. თავდაპირველად ადგილი აქვს ქსოვილთა სეროზულ ინფილტრაციას; მე-2-3 დღეს ვლინდება სეროზულ-ჩირქოვანი (სტრეპტოკოკები), ჩირქოვანი (სტაფილოკოკები) ან იქოროზული (ლპობითი ინფექცია) გამონადენი. დაინფიცირებული მიდამო და მეზობელი ქსოვილები ინფილტრაციული და შეშუპებულია, კანი ჰიპერემიულია; აღნიშნული ზონა პალპაციით მტკივნეულია. თუკი მიღებული არ იქნა შესაბამისი ზომები, ანთებით-ნეკოზული პროცესი პროგრესირებს. რიგ შემთხვევებში დაავადებას აქვს ელვისებრი მიმდინარეობა, რაც ვლინდება ანთების სწრაფი პროგრესირებითა და სეპტიკური მოვლენების განვიტარებით. შესაძლებელია წარმოიქმნას ჩირქოვანი თრომბოფლებიტის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის საშიშროება.

ფლეგმონა მკურნალობა ოპერაციულია, როგორც წესი ნარკოზის ქვეშ.

რეკლიუს ფლეგმონა პირის ღრუს ფსკერისა და პირ-ხახის ინფიცირების შედეგი სუსტად ვირულენტური მიკროორგანიზმებით.  ხასათდება კისრის რბილის ქსოვილების უმტკივნეულო, მაგარი ინფილტრატის წარმოქმნით.

ლპობითი ფლეგმონა დაავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმაა; გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, პროტეა, ანაერობები. პირველი დღეების განმავლობაში აღინიშნება ტემპერატურის მომატება, ტკივილი და სეროზული ექსუდატის წარმოქმნა, რასაც შემდგომში სწრაფად უერთდება ქსოვილთა ნეკროზი, რომელიც მთავრდება ლპობითი დაშლითა და მძიმე ტოქსიკური მოვლენების განვითარებით. ჭრილობის სეკრეტი ჭუჭყისფერი-მოყავისფეროა, აქვს უსიამოვნო სუნი. თუკი ლპობით სეკრეტში ვლინდება აირწარმოქმნა, ლაპარაკია აიროვან ფლეგონაზე (არ უნდა აგვერიოს ანაერობულ აიროვან ინფექციასთან). მუცლის კედლის ლპობითი ფლეგმონა ხშირად წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ კოლინჯზე, ხელოვნური უკანა ტანის შექმნისას.

ფლეგმონა მკურნალობა საკმაოდ რთულია; აუცილებელია ფართო განაკვეთები, ჭრილობის კარგი დრენირება, ყოველდღიური შეხვევები, ჭრილობის რევიზია (შესაძლებელია რეციდივები).

ფლეგმონა პროგნოზიჩვეულებრივი ფლეგმონის დროს კეთილსაიმედოა. ლპობითი ფლეგონის დროს ყოველთვის ძალიან სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები