პრედმენსტრუალური სინდრომი

პრედმენსტრუალური სინდრომი premenstrual sindrome

პრედმენსტრუალური სინდრომინერვული, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების ფუნქციების დარღვევები მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში. აღინიშნება 16-20 წლის ასაკში და 35 წლის შემდეგ. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა იწვევს მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის ცვლილებებს (ყვითელი სხეულის ჰორმონების უკმარისობა) და ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბ გამოყოფას, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციას: ალდოსტერონის მომატებული გამოყოფა, ორგანიზმში სითხის შეკავება, ნატრიუმის დაგროვება და კალიუმის შემცირება.


♦ პრედმენსტრუალური სინდრომის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


პრედმენსტრუალური სინდრომი – სიმპტომები, მიმდინარეობა

მენსტრუაციის დაწყებამდე 7 – 10 დღით ადრე აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, შრომისუუნარობა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, წონაში მატება, ზოგჯერ ტაქიკარდია, არითმიები, კარდიალგია, მოხრჩობის შეგრძნება, სუბფებრილიტეტი. მენსტრუაციის დაწყებისთანავე ეს სიმპტომები მცირდება და ქრება.

პრედმენსტრუალური სინდრომი – მკურნალობა

ზოგადი გამაკაჟებელი ღონისძიებები; პოლივიტამინები; ტრანკვილიზატორები; საკვერცხეების ფუნქციის კორექცია. მედიკამენტოზური მკურნალობა ტარდება 3-4 ციკლის განმავლობაში. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.