ფსიქოორგანული სინდრომი

ფსიქოორგანული სინდრომი psychoorganic syndrome

ფსიქოორგანული სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ძირითადად ვლინდება ინტელექტის, მეხსიერებისა და აფექტური სფერის დარღვევებით. განპირობებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით (ტრავმის, ინტოქსიკაციის, ინფექციის, სისხლძარღვოვანი და სხვა დაავადებების შედეგად). ფსიქოორგანული სინდრომი ყველაზე იოლი ფორმის დროს წარმოდგენილია ასთენიური მდგომარეობით, რომელიც ვლინდება სისუსტით, დაუძლურებით, ემოციური ლაბილობით, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებით.

შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პიროვნების ფსიქოპათიური ცვლილებები, უმთავრესად გაღიზიანებადობის, ფეთქებადობის, დისფორიებისადმი მიდრეკილების სახით. სომატური დაავადებები და ფსიქიკური ტრავმები მკვეთრად აუარესებენ ავადმყოფის მდგომარეობას. შესაძლებელია ისტერიული შეტევები. ფსიქოორგანული სინდრომის მძიმე ფორმების დროს პირველ პლანზე გამოდის ინტელექტის დაქვეითება, თითქმის ჭკუასუსტობამდე (დემენცია). მეხსიერების დაქვეითებასთან ერთად ვიწროვდება ინტერსთა წრე, იკარგება კრიტიკა. გუნებ-განწყობა შეიძლება იყოს უდარდელი (ეიფორია), ან განურჩეველ-აპათიური.

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook