მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება papilledema

მხედველობის ნერვის დისკი გადიდებულია, გამობერილია მინისებურ სხეულში, მისი საზღვრები ვერ ვლინდება, დისკის მიდამოში ვენები გაფართოებული, დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – მხედველობის ნერვის დისკის არაანთებითი შეშუპება.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – ეტიოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ქალაშიდა წნევის მომატებით.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – პათოგენეზი. ქალას ღრუში სითხის დინების შეფერხება მხედველობის ნერვის გარსებს შორის სივრცეებში.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – სიმპტომები. მხედველობის ნერვის დისკი გადიდებულია, გამობერილია მინისებურ სხეულში, მისი საზღვრები ვერ ვლინდება, დისკის მიდამოში ვენები გაფართოებული, დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია; ბრმა ხალი გადიდებულია. მხედველობის სიმახვილე და მხედველობის ველი დიდი ხნით რჩებიან ნორმალურ მდგომარეობაში. მათი პროგრესული გაუარესება აღინიშნება პროცესის გადასვლის მიხედვით მხედველობის ნერვის ატროფიაში.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – დიაგნოზი დადგენა ხდება ოფთალმო-, ნერვო – და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით, სადაო შემთხვევებში – ფლუორესცენტული ანგიოგრაფიის მონაცემებზე.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – მკურნალობა მიმართულია იმ მიზეზის აღკვეთისაკენ, რაც იწვევს დისკოს შეგუბებას. შეშუპების შესამცირებლად ტარდება ოსმოთერაპია და დეჰიდრატაციული თერაპია. მხედველობის ატროფიის განვითარებისას – შესაბამისი მკურნალობა.

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება – პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია და განისაზღვრება დაავადების ძირითადი მიზეზის აღკვეთის დროული შესაძლებლობიათ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები