ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი)

ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) – კონიუნქტივის ნაოჭი, რომელიც შეზრდილია რქოვანასთან. ხელშემწყობი ფაქტორებია – კონიუნქტივის ხანგრძლივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, მავნე მინარევებიანი მშრალი ჰაერით. თვალის ნაპრალის არეში, ხშირად შიგა მხარეზე აღინიშნება კონიუნქტივის სამკუთხა ნაოჭი, რომლის ზედა ნაწილი შეზრდილია რქოვანასთან და პროცესის პროგრესირების დროს შესაძლებელია მიაღწიოს გუგამდე. ამის შედეგად ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცრუ პტერიგიუმთან, რომელიც წარმოიქმნება კონიუნქტივის და რქოვანას დაწყლულების, დამწვრობის და დაზიანებების დროს და ლოკალიზებულია თვალის კაკლის ნებისმიერ მხარეზე.

ფრთისებრი აპკის მკურნალობა ქირურგიულია.

ფრთისებრი აპკის პროგნოზი დროული ოპერაციის დროს, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. შესაძლებელია დაავადების რეციდივები.

თვალის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.