მხედველობის ნერვის ნევრიტი

მხედველობის ნერვის ნევრიტი

მხედველობის ნერვის ნევრიტი – ეტიოლოგია. ზოგადი და ქრონიკული ინფექციები გრიპი, ანიგინა, პარტახტიანი ტიფი, სიფილისი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და სხვ.) და ინტოქსიკაციები, დიაბეტი, პოდაგრა, სისხლის დაავადებები, ნეფრიტი, ფოკალური ინფექციები (ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი და სხვ.), თავის ტვინის და მისი გარსების ანთებითი დაავადებები და სხვ.

მხედველობის ნერვის ნევრიტი – პათოგენეზი. ანთებითი პროცესის უშუალო გავრცელება მხედველობის ნერვზე ცხვირის დანამატი წიაღების ან თავის ტვინის გარსებიდან, ინფექტის მეტასტაზირება ბაქტერიემიის დროს, ნერვული ქსოვილის რეაქცია სენსიბილიზაციაზე ზოგადი ინფექციების და ინტოქიკაციების დროს.

მხედველობის ნერვის ნევრიტი – სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ მხედველობის ველის არათანაბარი შევიწროვება, პირველ რიგში ფერზე, ცენტრალური და პარაცენტრალური სკოტომები მხედველობის ველში. მხედველობის ნერვის დისკო ჰიპერემიულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. ბადურის არტერიები ჩვეულებრივ რამდენადმე შევიწროებულია, ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია. შესაძლებელია სისხლჩაქცევები დისკზე და მის მახლობლად. მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკისაგან და ფსევდონევრიტრისაგან გამოირჩევა მხედველობის ფუნქციის სწრაფად განვითარებული და მნიშვნელოვანი დაცემით.

მხედველობის ნერვის ნევრიტი – მკურნალობა. უპირველეს ყოვლისა ძირითადი დაავადების მკურნალობა, ანტიბიოტიკების (უმჯობესია მოქმედების ფართო სპექტრის) და კორტიკოსტეროიდების გამოყენება; ანთებითი პროცესის ჩაცხრომის პერიოდში ზოგადმასტიმულირებელი და სისხლძარღვთა გამაფათოვებელი პრეპარატები.

მხედველობის ნერვის ნევრიტი – პროგნოზი. დროულად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს საკმაოდ მაღალი მხედველობის შენარჩუნებას. დაგვიანებული მკურნალობის დროს ვითარდება მხედველობის ნერვის ატროფია. პროგნოზი უარესია მხედველობის ნერვის ტოქსიკური დაზიანების დროს.

თვალის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.