ანგიიტი

ანგიიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კანის ანგიიტი (ვასკულიტები) (angiitis, vasculitis) – ანთებით – ალერგიული ხასიათის დერმატოზების ჯგუფი; ვლინდება სხვადასხვა კალიბრის დერმულ-ჰიპოდერმული სისხლძარღვების დაზიანებით.

ანგიიტი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

ანგიიტი – პათოგენეზი უმრავლეს შემთხვევაში იმუნოკომპლექსურია. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ორგანოში ლოკალიზებულ (ხშირად ნუშურებში, კბილებში) ქრონიკულ ინფექციას (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის ჩხირი, საფუარის და სხვა სოკოები). ანგიიტების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ ინტოქსიკაციებს (ალკოჰოლიზმი, სიგარეტის წევა), ენდოკრინოპათიებს (შაქრიანი დიაბეტი), ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს (სიმსუქნე), გაცივებას, ზოგად და ადგილობრივ სისხლძარღვოვან დაავადებებს (ჰიპერტონიული დაავადება, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი), შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებებს.

კანის ანგიიტის ნიშნებია: ანთებით – ალერგიული ხასიათის გამონაყარი, რომელიც მიდრეკილია შეშუპებისადმი, სისხლჩაქცევებისა და

ნეკროზისადმი, გამონაყრის ელემენტების პოლიმორფიზმი; გამონაყრის სიმეტრულობა, უპირატესად ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციით; მწვავე ან პერიოდულად გამწვავებული მიმიდინარეობა; სხვა ორგანოების სისხლძარღვოვანი ან ალერგიული დაავადებების ხშირი არსებობა.

ანგიიტის კლინიკური სურათი. დაზიანებული სისხლძარღვების კალიბრის მიხედვით განასხვავებენ ღრმა (ჰიპოდერმულ) ანგიიტებს, რომელთა დროს ზიანდება კუნთოვანი ტიპის ვენები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, კვანძოვანი ანგიიტი) და ზედაპირულ (დერმალურ) ანგიიტებს, რომლებიც განპირობებული არიან არტერიოლების, ვენულების, კაპილარების დაზიანებით (პოლიმორფული დერმული ანგიიტი, ქრონიკული პიგმენტური პურპურა).

კვანძოვანი პერიარტერიიტი (კანის ფორმა). დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი, ზომით მუხუდოს მაცვლიდან კაკლის ზომამდე კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ჩნდება ქვედა კიდურების სისხლძარღვების გაყოლებაზე და ატარებს შეტევით ხასიათს. კანი ღებულობს მოლურჯო – ვარდისფერ შეფერილობას; გამონაყარი მტკივნეულია, შესაძლებელია დაწყლულდეს, რჩება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

პოლიმორფული დერმული ანგიიტი (გუჟერო – რუიტერის დაავადება) გააჩნია რამდენიმე კლინიკური ტიპი: ურტიკარული (მყარი ბებერებით), ჰემორაგიული (იდენტურია ჰემორაგიული ვასკულიტისა, ვლინდება უპირატესად ჰემორაგიული გამონაყრით პეტექიების, პურპურის, ეკქიმოზების, ბუშტუკების სახით), პაპულურ-ნეკროზული (ანთებითი კვანძები ცენტრალური ნეკროზით, რომლებიც ტოვებენ ნაწიბურებს), პუსტულურ – წყლულოვანი (იდენტურია განგრენოზული პიოდერმიისა) ნეკროზულ – წყლულოვანი (ჰემორაგიული ნეკროზების განვითარება შემდგომი ტრანსფორმაციით წყლულებში), პოლიმორფული (ბებერების, კვანძების, პურპურის და სხვა ელემენტების შერწყმა).

ქრონიკული პიგმენტური პურპურა (შამბერგის პროგრესული პიგმენტური პურპურა, კანის ჰემოსიდეროზი) ვლინდება განმეორებითი მრავლობითი პეტექიებით, ჰემოსიდეროზის მოლურჯო – მოყავისფერო ლაქების წარმოქმით.

კანის ანგიიტის დიაგნოსტიკა ემყარება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპოტომატიკას. შედარებით რთულ შემთხვევებში ტარდება პათოლოგიურ-ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

ანგიიტის მკურნალობა. ინფექციის კერების სანაცია. ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების კორექცია. ანტიჰისტამინური პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ინდომეტაცინი, ბუტადიონი). ინფექციის არსებობისას – ანტიბიოტიკები. მძიმე შემთხვევებში – ჰემოსორბცია, პლაზმაფერეზი, კორტიკოსტეროიდები ხანგრძლივად, ადეკვატური დოზებით. მძიმე შემთხვევებში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, ჰოსპტალიზაცია.

ანგიიტის პროგნოზი კანისიზოლირებული დაზიანების დროს სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, სრული მორჩენის თვალსაზრისით ხშირად საეჭვოა. რეციდივების პროფილაქტიკა; ფოკალური ინფექციების სანაცია, ფეხებზე დატვირთვის, გადაცივების, დაზიანებების თავიდან აცილება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები