ალოპეცია

ალოპეცია (alopecia) – თმის არარსებობა ან დაზიანება (ხშირად თავზე). ალოპეცია შეიძლება იყოს ტოტალური (თმის სრული არარსებობა), დიფუზური (თმის მკვეთრი დაცვენა) და კეროვანი (თმის არარსებობა გარკვეულ ნაწილებზე). წარმოშობისა და კლინიკური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ ალოპეციის სახეებს:

თანდაყოლილი ალოპეცია წარმოადგენს მძიმე ზოგადი დაავადებების გართულებას (მწვავე ინფექციები, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, ენდოკრინოპათიები, სიფილისი და სხვ.). იგი ატარებს კეროვან, დიფუზურ ან ტოტალურ ხასიათს და წარმოადგენსტოქსიკურ ან ავტოიმუნური გავლენას თმის დვრილებზე. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების გამოსავალზე.

სებორეული ალოპეცია – სებორეის გართულება; ჩვეულებრივ ატარებს დიფუზურ ხასიათს. პროგნოზი დამოკიდებულია სებორეის მკურნალობის წარმატებაზე. ნაადრევი ალოპეცია აღინიშნება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებში, ვლინდება თავზე თმის დაცვენით; ატარებს დიფუზურ-კეროვან ხასიათს. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრულ წინასწარგანწყობას; თმები ვერ აღდგებიან.

ბუდობრივი ალოპეცია – თმის დაცვენა სხვადასხვა ზომის მრგვალი კერების გაჩენით.

ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

პათოგენეზი: ადგილობრივი ნერვულ-ტროფიკული დარღვევები, შესაძლებელია ავტოიმუნურ კომპონენტთან ერთად.

სიმპტომები: კანის თმიან ნაწილზე (ხშირად თავზე, სახეზე) თმის სრული დაცვენის რამდენიმე მრგვალი კერის გაჩენა, სხვა რაიმე ცვლილებების გარეშე. კერები შესაძლოა გაიზარდონ, შეერწყან ერთმანეთს და გამოიწვიონ ტოტალური გამელოტება. შესაძლებელია მოხდეს სპონტანური გამოჯანმრთელება, მაგრამ არაიშვიათია რეციდივები. ტოტალური ფორმის დროს თმები ხშირად ვერ აღდგება.

მკურნალობა: სედატიური საშუალებები, ვიტამინები, ფიტინი და სხვ.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 


2.  ალოპეცია – თმების არარსებობა ან დაზიანება (ხშირად თავზე). ალოპეცია შეიძლება იყოს ტოტალური (თმების სრული არარსებობა), დიფუზური (თმების მკვეთრი დაცვენა) და კეროვანი (თმის არარსებობა გარკვეულ ნაწილებზე).

წარმოშობისა და კლინიკური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ ალოპეციის სახეებს: თანდაყოლილი ალოპეცია წარმოადგენს მძიმე, ზოგადი დაავადებების გართულებას (მწვავე ინფექციები, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, ენდოკრინოპათიები, სიფილისი და სხვ.). იგი ატარებს კეროვან, დიფუზურ ან ტოტალურ ხასიათს და წარმოადგენს ტოქსიკურ ან აუტოიმუნურ გავლენას თმის დვრილებზე.

პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების გამოსავალზე.

სებორეული ალოპეცია – სებორეის გართულება; ჩვეულებრივ ატარებს დიფუზურ ხასიათს. პროგნოზი დამოკიდებულია სებორეის მკურნალობის წარმატებაზე. ნაადრევი ალოპეცია ხშირია ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებში, თავზე; ატარებს დიფუზურ – კეროვან ხასიათს. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრულ წინასწარგანწყობას.

ბუდობრივი ალოპეცია – თმის დაცვენა სხვადასხვა ზომის მრგვალი კერების გაჩენით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი: ადგილობრივი ნერვულ – ტროფიკული დარღვევები. სიმპტომები: კანის თმიან ნაწილზე (ხშირად თავზე, სახეზე) თმის სრული დაცვენის რამდენიმე მრგვალი კერის გაჩენა, სხვა რაიმე ცვლილებების გარეშე. კერები შესაძლოა გაიზარდონ, შეერწყან ერთმანეთს და გამოიწვიონ ტოტალური გამელოტება. შესაძლებელია სპონტანური გამოჯანმრთელება, მაგრამ არაიშვიათია რეციდივები. ტოტალური ფორმის დროს თმები ხშირად ვერ აღდგება.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.