მეჭეჭი

მეჭეჭი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მეჭეჭი (verruga) – კანის დაავადება, რომელსაც იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსები და ხასიათდება არაანთებითი, წვრილი სიმსივნური კეთილთვისებიანი წამონაქმნების განვითარებით.

მეჭეჭი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია – ფილტრში გამავალი ვირუსები Tumefaciens verrucarum. დაავადება გადაეცემა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს, ასევე საერთო მომხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4 – 5 თვე. პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა.

მეჭეჭი – კლინიკური სურათი. განასხვავებენ მეჭეჭების რამდენიმე სახესხვაობას. ჩვეულებრივი – მარტივი მეჭეჭები – მკვრივი უმტკივნეულო, ნორმალური კანის ფერის, ან მორუხო – მოყავისფერო, მრგვალი ფორმის (3 – 10 მმ დიამეტრის) კვანძებია, ხაოიანი ზედაპიროთ. დამახასიათბელი ლოკალიზაციაა მტევნების ზურგი და თითები, სახე, თავის თმიანი ნაწილი. ფეხისგულებზე წარმოიქმნება ე. წ. ფეხისგულის მეჭეჭები; ისინი ჩვეულებრივ მტკივნეულნი არიან და შედგებიან ძაფისებური დვრილების კონისაგან, გარშემორტყმულნი არიან გარქოვანებული შრეების მორგვით, მოგვაგონებენ კოჟოჟს. ბრტყელი მეჭეჭები – წვრილი (0,5 – 3 მმ) კვანძებია, ნორმალური კანის ფერის ან მოყვითალო, მრგვალი ან პოლიგონალური, გლუვი ზედაპირით, ოდნავ სცილდებიან კანის ზედაპირს. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, მტევნების ზურგი. ხშირია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით მოსწავლეებში. 

მეჭეჭი დიაგნოზი დადგენა რთული არ არის და დაფუძნებულია კლინიკურ სურათზე.

მეჭეჭი მკურნალობა. ელექტროკოაგულაცია, დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტით და სხვ.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

კანისა და ვენერიული დაავადებები