კანდიდოზი

კანდიდოზი – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს Candida – ს ტიპის საფურისებრი სოკოები. მათი აღმოჩენა შეიძლება ხილში, ბოსტნეულში, გამდინარე წყალში და ა. შ.; ასევე წარმოადგენენ პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საშოს, ჯანმრთელი ადამიანების კანის ხშირ მობინადრეებს (საპროფიტები).
სოკოების ეგზოგენური გადაცემა ხდება კონტაქტური, შესაძლოა ჰაერ – წვეთოვანი გზით, საკვებად იმ პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ საფუარისებრ სოკოებს.


კანდიდოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
კანის კანდიდოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
კანდიდოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ქალებისათვის
კანდიდოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები მამაკაცებისათვის
პირის ღრუს კანდიდოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
კანდიდოზის დროს გამოსაყენებელი სოკოს საწინააღმდეგო კრემები  


კანდიდოზის წარმოქმნას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების დათრგუნვა (მძიმე დაავადებები, სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი, ავიტამინოზები და ა. შ.), ასევე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი უკონტროლო მიღება, რომლებიც თრგუნავენ ლორწოვანი გარსებისა და კანის ნორმალურ მიკროფლორას. განასხვავებენ:

  1. კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირული კანდიდოზი, კანის ნაკეცების კანდიდოზი
  2. შინაგანი ორგანოების იზოლირებულ კანდიდამიკოზს
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის
  4. ფილტვების
  5. შარდსასქესო სისტემის
  6. საშოს კანდიდამიკოზს
  7. კანდიდოზურ სეფსისს.

კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირული კანდიდოზი, კანის ნაკეცების კანდიდოზი

ზიანდება კანის მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლების ქვეშ, საზარდულ-ბარძაყის, დუნდულოებს შორის, ანუსის, ჭიპის მიდამოში, ყურის უკანა ნაკეცები, სასქესო ასოს თავი, ჩუჩის შიგნითა ფურცელი, მსუქან პირებში – მუცლის ნაკეცები.
თავდაპირველად წარმოიქმნება მაცერაციის თეთრი ფერის დიდი უბნები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად გარდაიქმნებიან სველ წითელ ეროზიებად.

ავადმყოფებს აწუხებთ ქავილი, წვა. თითებს შორის წარმოიქმნება ეროზია ხელის თითებს შორის და უკავშირდება შრომის პირობებს. იგი ვითარდება ძირითადად მესამე და მეოთხე თითებს შორის ნაკეცში.
წარმოიქმნება ბუშტუკების ჯგუფი მაცერირებული ზედაპირით, რომელიც ადვილად სცილდება, რის შემდეგაც წარმოიქმნება ხორცის ფერი მბზინავი, გლუვი ეროზიული ზედაპირი, მაცერირებული ეპიდერმისითა და თეთრი არშიით.
პროცესი არასოდეს სცილდება თითებს შორისი ნაკეცებს და არ იკავებს პირველი ფალანგების გვერდითი ზედაპირის ნახევარზე მეტს.

რძიანა წარმოიქმნება ხშირად ჩვილ ბავშვებში პირის ღრუს ლორწოვანის სხადასხვა უბნებში. ვლინდება თეთრი ფერის ნადებები; მათი მოცილების შემდეგ შიშვლდება მშრალი, რამდენადმე ჰიპერემიული ლორწოვანი გარსი. კანდიდომიკოზური ვულვოვაგინიტი კლინიკური სურათით თითქმის არ განსხვავდება რძიანისაგან; ავადმყოფები უჩივიან ქავილსა და წვას.

კანდიდოზური პარონიქია, ონიქია გვხვდება მხოლოდ ქალებში და იწყება ფრჩხილის დაზიანებით. ვლიდება ფრჩხილის მორგვის შეშუპება, ჰიპერემია და ინფილტრაცია, საიდანაც შესაძლოა გამოედინოს ჩირქის წვეთი. ანთებითი მოვლენის ჩაცხრომის შემდეგ ფრჩხილის მორგვის კიდეზე შესაძლოა წარმოიქმნას აქერცვლა, მაგრამ რჩება გასქელება.

ბავშვებში ქრონიკული გენერალიზებული (გრანულომატოზური) კანდიდოზი იწყება ჩვეულებრივ რძიანას გაჩენით, შემდეგ კი წარმოიქმნება კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის სხვა ფორმები. მათ ფონზე და მათთან ახლოს ვითარდება პაპულოზური და ხორკლიანი გამონაყარი, დაფარული ქერქებით, რომელთა რაოდენობა სწრაფად მატულობს, ხოლო თვითოს კერები ღრმავდება. ეს ელემენტები ტოვებენ ნაწიბუროვან-ატროფიულ ცლილებებს. ბავშვობაში დაწყებული პროცესი მიმდინარეობს წლობით, თან ახლავს სხვადასხვა დისტროფიული დარღვევები, მათ შორის კბილების ღრმა კარიესი. ეს ცვლილებები შესაძლოა შერწყმული იყოს ვისცერულ კანდიდოზთან (ბრონქიტი, პნევმონია, პიელონეფრიტი, ენტეროკოლიტი და სხვ.).


საჭმლის მომნელებელი სისტემის კანდიდოზი

ხშირად ვლინდება პირის ღრუს, ხახის ლორწოვანი დაზიანებით; ხასიათდება წვრილი წითელი ლაქების გაჩენით, მოგვიანებით წერტილოვანი თეთრი ნადებით ენის, ლოყების, ხახის ლორწოვანზე, რომლებიც შესაძლოა გაერთიანდნენ, წარმოქმნან მკაფიოდ გამოხატული კერები, დაფარული რძისფერი –  თეთრი აპკით, რომლის მოხსნისას ვლინდება ეროზიული ზედაპირი.
ავადმყოფები უჩივიან წვას პირის ღრუში, მტკივნეულობას, ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელებას. საყლაპავის დაზიანება ხშირად ლოკალიზებულია მის შუა მესამედში, ხასიათდება მისი ლორწოვანი გარსის შეშუპებითა და ჰიპერემიით, დაწყლულებით, მტკივნეული დისფაგიით.


კუჭისა და ნაწლავების კანდიდამიკოზი

საკმაოდ იშვიათია და მიმდინარეობს კატარული ან ეროზიული გასტრიტის, ენტერიტის, ენტეროკოლიტის სახით.
კუჭ – ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი კანდიდამიკოზის მძიმე ფორმები შესაძლოა გართულდნენ კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენით, პერფორაციითა და პერიტონიტის განვითარებით.


კანდიდოზური სეფსისი

წარმოადგენს კანდიდოზის გენერალიზებულ ფორმას, რომელიც ხასიათდება ავადმყოფის მძიმე საერთო მდგომარეობით, ჰექტიური ცხელებით, აბსცესების წარმოქმნით სხვადასხვა ორგანოებში, ხშირად აღინიშნება ჩირქოვანი მენინგიტი, წყლულოვანი ენდოკარდიტი.

კანდიდოზის მკურნალობა. ტარდება პათოგენეტიკური და ანტიმიკოზური თერაპია. კანისა და ვენერიული დაავადებები


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,