ასციტი

ასციტი თავისუფალი სითხის დაგროვება მუცლის ღრუში. შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით: გულის უკმარისობა სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში სისხლის შეგუბებითი მოვლენებით, ღვიძლის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ პორტული ჰიპერტენზიით ( ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ვენების თრომბოზი), სხვადასხვა წარმოშობის ნეფროზული სინდრომი, ალიმენტური დისტროფია. ასციტს ყველაზე ხშირად თან სდევს პერიფერიული შეშუპებები, პორტულ ჰიპერტენზიას – ელენთის გადიდება. იშვიათად, ასციტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ღრუს ორგანოებში ავთვისებიანი სისმსივნეები ან მუცლის ღრუს ტუბერკულოზი.

გამოხატული ასციტი ხასიათდება მუცლის ზომების გადიდებით, ამასთან ერთად, მეტეორიზმის ან საკვერცხის კისტისა და სიმსივნეებისგან განსხვავებით (რომელთა დროსაც ასევე არის მუცელი გადიდებული), ასციტის დროს ადგილი აქვს პერკუტორული ხმიანობის მოყრუებას. მოყრუების საზღვრები იცვლება ავადმყოფის სხეულის მდებარეობის მიხედვით. მწოლიარე მდგომარეობის დროს, მოყრუება განისაზღვრება გვერდებში. საეჭვო შემთხვევებში, მოყრუება კარგად ვლინდება ავადმყოფის გვერდზე წოლის დროს, როცა დიდი რაოდენობით სითხე გროვდება სხეული ქვედა ნაწილებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასციტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საჭირო ხდება ლაპარასკოპიის ჩატარება.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.