ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია
ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია – (პეჯეტ-შრეტერის სინდრომი). იღლიის ან ლავიწქვეშა არტერიის მწვავე თრომბოზი, რომელიც ხშირად ვითარდება ახალგაზრდებში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მაგალითად, მუშაობის, ჩოგბურთის თამაშის და ა. შ. შემდეგ. დაავადების წარმოქმნაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ვენის შიგნითა გარსის მიკროტრავმებს ფიზიკური დატვირთვის, ვენების კომპრესიისა და ლავიწით მისი ტრავმატიზაციის დროს.
ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელის ტკივილითა და შეშუპებით. დათვალიერებისას აღინიშნება ვენური სურათის გაძლიერება ხელზე, ლავიწზედა მიდამოში და გულმკერდის ზედაპირზე. დიაგნოზი დასტურდება ფლებოგრაფიით.
ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია – მკურნალობა. მწვავე შემთხვევაში – თრომბექტომია, გამოხატული პერიპროცესის დროს – ფლებოლიზი. აუცილებელია ანტიკოაგულაციური თერაპია, ხელის ელასტიკური შებინდვა. სინდრომის მეორადი ფორმები წარმოიქმნება ლიმფური კვანძებით, სიმსივნეებითა და სხვ. ვენების გაჭყლეტის შედეგად. მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე, რამაც გამოიწვია ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურში; პროგნოზი სერიოზულია.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.