ჭიპლარის თიაქარი

ჭიპლარის თიაქარი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჭიპლარის თიაქარი – განვითარების ამ მანკის დროს მუცლის ღრუს ორგანოები (ღვიძლი, ნაწლავის მარყუჟები) განლაგებულნი არიან ჭიპის გარსებში. ზომების მიხედვით განასხვავებენ მცირე (5 სმ-მდე დიამეტრის), საშუალო (10 სმ-მდე) და დიდი ზომის (10 სმ-ზე მეტი) ემბრიონულ თიაქრებს. ბავშვების დაახლოებით 30%, რომლებიც დაიბადნენ ემბრიონალური თიაქრებით, აღენიშნებათ ემბრიოფეტოპათიები (დღენაკლულობა, კომბინირებული ანომალიები).

დაბადებიდან პირველივე საათებში ჭიპის გარსები, რომლებიც წარმოქმნიან თიაქრის პარკს, მბზინავი, გამჭირვალე, მოთეთრო ფერისაა. თუმცა, რამდენიმე დღეში ისინი შრებიან, მუქდებიან. საშიში გართულებაა გარსების გაგლეჯა მშობიარობის დროს, ანთება პერიტონიტის განვითარებით. ემბრიონული თიაქრის აღმოჩენისას აუცილებელია ბავშვის სასწრაფო გადაყვანა სამშობიაროდან ქირურგიულ სტაციონარში. მანამდე ჭიპის გარსებს ამუშავებენ სპირტით. ახალშობილს ახვევენ სტერილურ საფენებში, ათავსებენ სპეციალურ კიუვეზში, სათბურებით.

ჭიპლარის თიაქარი – მკურნალობა: მცირე და საშუალო თიაქრებისა და ბავშვის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს ოპერაციულია. დიდი  ზომის ემბრიონულ თიაქარს მკურნალობენ კონსერვატიულად;  წარმოქმნილი სტრუპის ქვეშ ვითარდება გრანულაცია, რომელიც შემდეგში ეპითელიზდება. შედეგად ფორმირდება ვენტრალური თიაქარი, რის გამოც ოპერაცია ტადება უკვე  3-5 წლის ასაკში.

_____________________________________

  • საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  • გაფრთხილება
  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები 

..