ქორიოიდიტი
ქორიოიდიტი (choroiditis) – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი).
ქორიოიდიტი – ეტიოლოგია: ქრონიკული და მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა.
ქორიოიდიტი – პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია.
ქორიოიდიტი – სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი თვალების წინ (ფოტოპსია), საგნების დამახინჯება (მეტამორფოპსია), სკოტომები მხედველობის ველში, პროცესის პერიფერიული ლოკალიზაციის დროს – ჰემერალოპია; თვალის ფსკერზე მორუხო ან მოყვითალო კერები არამკაფიო კონტურებით. დაავადების ბოლოს, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით, დგება სისხლძარღვოვანი გარსის ატროფია – კერა ღებულობს თეთრ ან მოყვითალო ელფერს, მკაფიო კონტურებს, მასში ვლინდება პიგმენტაცია.
ქორიოიდიტი – მკურნალობა. გამოხატული ანთებითი რეაქციის დროს მიდრიატიკული საშუალებები, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ასევე ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები.
ქორიოიდიტი – პროგნოზი: ცენტრალური ქორიორეტინიტებისა და ბადურის ატროფული ცვლილებების დროს მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988