ეგზოფთალმი

ეგზოფთალმი (exophthalmos) – თვალის კაკლის გადმოკარკვლა.

ეგზოფთალმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი: ორბიტის ქსოვილების მოცულობის გაზრდა, უწინარეს ყოვლისა რეტრობულბარულ სივრცეში, სხვადასხვა ანთებითი, ნეიროდისტროფული, ტრავმული და სიმსივნური, ადგილობრივი და ზოგადი პროცესებით (ბაზედოვის დაავადება, ლიმფადენოზები, ქალაშიდა პათოლოგიური პროცესები და სხვ.).

ეგზოფთალმი – სიმპტომები. არაიშვიათად თვალის კაკლის გვერდითი გადანაცვლება, რაც ზღუდავს თვალის მოძრაობასა და იწვევს  დიპლოპიას. შესაძლებელია ქუთუთოების  ჰიპერემია, მათი შეშუპება, კონიუნქტივის  შეშუპება, თვალის ფსკერის ცვლილებები  (ნევრიტი, შეგუბებითი დისკი და  მხედველობის ნერვის ატროფია, შეშუპება  და სისხლჩაქცევა ბადურაში და სხვ.), რაც  იწვევს მხედველობის სიმახვილის  დაქვეითებას.

ეგზოფთალმის სხვადასხვა ფორმების დასადგენად გამოიყენება კვლევის ლაბორატორიული და რეტგენოლოგიური მეთოდები, იზოტოპური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. მკურნალობა განისაზღვრება ეგზოფთალმის ეტიოლოგიით, პროცესის ხასიათითა და გამოხატულებით.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეგზოფთალმი – თვალის კაკლის გადმოკარკვლა. ეტიოლოგია, პათოგენეზი: ორბიტის ქსოვილების მოცულობის გაზრდა, უწინარეს ყოვლისა რეტრობულბურ სივრცეში, სხვადასხვა ანთებითი, ნეიროდისტროფიული, ტრავმული და სიმსივნური ადგილობრივი და ზოგადი პროცესებით (ბაზედოვის დაავადება, ლიმფადენოზები, ქალაშიდა პათოლოგიური პროცესები და სხვ.). სიმპტომები. არაიშვიათად თვალის კაკლის გვერდითი გადანაცვლება, რაც ზღუდავს თვალის მოძრაობასა და იწვევს დიპლოპიას. შესაძლებელია ქუთუთოების ჰიპერემია, მათი შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, თვალის ფსკერის ცვლილებები (ნევრიტი, შეგუბებითი დისკი და მხედველობის ნერვის ატროფია, შეშუპება და სისხლჩაქცევა ბადურაში და სხვ.), რაც იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას. ეგზოფთალმის სხვადასხვა ფორმების დასადგენად გამოიყენება კვლევის ლაბორატორიული და რეტგენოლოგიური მეთოდები, იზოტოპური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. მკურნალობა განისაზღვრება ეგზოფთალმის ეტიოლოგიით, პროცესის ხასიათითა და გამოხატულებით. ეგზოფთალმი – (თვალის დაავ.) თვალბუდის წინ გამოწევა, ზოგჯერ მისი გადახრით რომელიმე მხარეს. ეტიოლოგია: ბაზედოვის დაავადება, ორბიტისა და თავის ტვინის სიმსივნეები, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზები და ანევრიზმები, ორბიტის ან ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი პროცესები და სხ. სიმპტომები. თვალის პირდაპირ წამოწევა ან გვერდზე გადახრით, ზოგჯერ თვალბუდის მოძრაობის უნარის დარღვევით, თვალის ნაპარალის გაფართოება. ძირითადი დაავადების ნიშნები. ეგზოფთალმი – თვალების სპეციფიკური შეხედულება – თითქოს გადმოვარდნაზეა; ახასიათებს ბაზედოვის დაავადებას.

.

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook