ენდოფთალმიტი

ენდოფთალმიტი (endophthalmitis) – თვალის შიგნითა გარსების ჩირქოვანი ანთება, მინისებურ სხეულში აბსცესის განვითარებით.

ენდოფთალმიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი: შიგნითა ქსოვილების ინფიცირება თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს, ასევე თვალის კაკალზე ოპერაციების, რქოვანას წყლულების ან ინფექციური მეტასტაზირების შედეგად ჩირქოვანი სეპტიკური პროცესების დროს.

ენდოფთალმიტი – სიმპტომები: ტკივილი თვალში, ქუთუთოების და კოუნიუქტივის შეშუპება, თვალის კაკლის ინიექცია, მხედველობის  სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. რქოვანა  შეშუპებულია. წინა კამერაში არაიშვიათია  ექსუდატი, გამოკვლევისას ვლინდება  მოყვითალო-რუხი ან მოყვითალო-მომწვანო  რეფლექსი ან მისი არარსებობა.

ენდოფთალმიტი – პროგნოზი სერიოზულია: მხოლოდ    ზოგიერთ შემთხვევაში ხერხდება თვალისა  და მხედველობის შენარჩუნება.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდოფთალმიტი – (თვალის დაავ.) თვალის შიგნითა გარსების ჩირქოვანი ანთება მინისებრ სხეულში აბსცესის წარმოქმნით. ეტიოლოგია: თვალის გამჭოლი, ინფიცირებული ჭრილობები, თვალის კაკალზე ოპერაციები, რქოვანას ჩირქოვანი წყლულების გართულება, ზოგადი ინფექციების დროს მეტასტაზური ინფიცირება. სიმპტომები. ტკივილი თვალის მიდამოში, კონიუნქტივისა და ქუთუთოს ზომიერი შეშუპება, მხედველობის სიმახვილის მკვეთრი შეზღუდვა. ბროლის უკან მოჩანს მოყვითალო – მომწვანო მასები. თვალშიდა წნევა, როგორც წესი, დაქვეითებულია. შესაძლებელია პანოფთალმიტით გართულება. პროგნოზი არასიმედოა.

.

 

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook