რქოვანა გარსის წყლული

რქოვანა გარსის წყლული

რქოვანა გარსის წყლული – ეტიოლოგია, პათოგენეზი: ტრავმის შემდეგ ეროზირებული რქოვანა გარსის ინფიცირება კონიუნქტივის პარკის, საცრემლე გზების მიკრობებით, ასევე სხვა მიკრობებით; ინფილტრატის დაშლა და მისი მოცილება ზედაპირული კერატიტის დროს.

რქოვანა გარსის წყლული – სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში. თვალის კაკლის პერიკორნეალური ან  შერეული ინიექცია, ზოგჯერ კონიუნქტივის  ქემოზი. რქოვანა გარსის ქსოვილის მეტ –  ნაკლებად ღრმა დეფექტი რუხი ფერის ფსკერით  და კიდეებით. რქოვანა გარსი წყლულის  ირგვლივ შემღვრეული და მსუბუქად  შეშუპებულია.
თავდაპირველად მცირე ზომის,  მრგვალი ან მოგრძო წყლული შესაძლებელია  შემდგომში გავრცელდეს რქოვანას  მნიშვნელოვან ნაწილზე და მიიღოს სხვადასხვა  მოხაზულობები. რქოვანას მცოცავი წყლული  გამოირჩევა სწრაფი განვითარებით.  პროგრესირებადი ნაწილი გაფაშრებული და გარშემორტყმულია ჩირქოვანი ინფილტრატით, ხოლო მოპირდაპირე ნაპირი სუფთაა. წყლულის ადგილზე შეხორცების შემდეგ რჩება მყარი შემღვრევა და მხედველობის დაქვეითება. ზოგჯერ წყლული აღწევს რქოვანა გარსის სიღრმეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი გახვრეტა და ფერადი გარსის გაჭყლეტა. ასეთი წყლულის დანაწიბურების დროს ფორმირდება ლიბრი, რომელიც შეხორცებულია ფერად გარსთან. თვალშიგა წნევის მომატებით ლიბრი შესაძლოა გაიწელოს – წარმოიქნება რქოვანა გარსის სტაფილომა.

რქოვანა გარსის წყლული –  მკურნალობა ტარდება იმავე პრინციპებით, როგორც კერატიტების დროს.

თვალის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook