პრესბიოპია

პრესბიოპია

სიმპტომები: მხედველობის ნელი პროგრესირებადი გაუარესება ახლო მანძილზე.  >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პრესბიოპია (presbyopia) – აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტება: სკლეროზული პროცესის გამო ბროლი ვეღარ ღებულობს მაქსიმალურად გამობერილ ფორმას, რის შედეგადაც მცირდება მისი გარდამტეხი ძალა.

პრესბიოპია – სიმპტომები. მხედველობის ნელი პროგრესირებადი გაუარესება ახლო მანძილზე. ემეტროპიის დროს პრესბიოპია ვითარდება 40 – 45 წლის ასაკში, მიოპიის დროს – მოგვიანებით, ხოლო ჰიპერმეტროპიის დროს – ადრე, არაიშვიათად შორ მანძილებზე მხედველობის გაუარესებით. მცირე ზომის საგნების დათვალიერება იოლდება მათი თვალიდან დაშორებისას.

პრესბიოპია – დიაგნოზი ეყრდნობა მხედველობის დამახასიათებელ დარღვევებს, ავადმყოფის ასაკსა და თვალის რეფრაქციის მონაცემებს.

პრესბიოპია – მკურნალობა. მაკორერგირებელი სათვალეები ახლო მანძილზე მხედველობითი მუშაობის დროს. 40 – 45 წლის პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ემეტროპია, ინიშნება დადებითი ლინზები 1 – 1,5 დპტრ; ყოველ შემდგომ 5 წელიწადში ლინზებს ძალა იზრდება 0,5 – 1 დიოპტრით. ამეტროპიის დროს შეაქვთ შესაბამისი შესწორებები. სწორი კორექციის დროს შენარჩუნებულია მაღალის ხარისხის მხედველობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები