თვალის კაკლის ჭრილობა

თვალის კაკლის ჭრილობა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თვალის კაკლის ჭრილობები – მიმდინარეობს მისი მთლიანობის დარღვევით. სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დარტყმის ძალაზე, დამჭრელი საგნის ფორმაზე და სიდიდეზე.

თვალის კაკლის ჭრილობები – ზოგადი სიმპტომები – ჭრა და ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი. მცირე ძალით დარტყმის დროს ჭრილობა ვერ აღწევს თვალის კაკლის მთელ კედელში (არაგამჭოლი ჭრილობა). კონიუნქტივის დაზიანება მიმდინარეობს ქემოზითა და სისხლჩაქცევით ჭრილობის ირგვლივ. რქოვანას მთლიანობის დარღვევის დროს ადგილი აქვს თვალის კაკლის შერეულ ინიექციას, ხოლო დაზიანების ადგილზე რქოვანა მქრქალია. ზოგჯერ პროცესში ერთვება ფერადი გარსი; კონიუნქტივის და რქოვანას ზედაპირზე ან მათ ქსოვილებში ზოგჯერ რჩება უცხო სხეული.
თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ლოკალიზაციის ჭრილობები. შესაძლებლია სისხლჩაქცევა წინა კამერაში, მინისებრ სხეულში, ბროლის შემღვრევა. მისი კაფსულის დაზიანების დროს ბროლის შემღვრეული მასები გამოდიან წინა კამერაში. თვალი რბილია, მხედველობა მკვეთრად დაქვეითებულია. შესაძლებელია თვალის კაკლის მთლიანად დაშლა. გამჭოლი ჭრილობა შესაძლებელია გართულდეს ჩირქოვანი ინფექციით, ენდოფტალმიტით, ტრავმული ირიდოციკლიტით, მეორე თვალის დაავადებით. თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევა თვალში უცხო სხეულის არსებობის დასადგენად.

თვალის კაკლის ჭრილობები – პროგნოზი. რქოვანას ზედაპირული დაზიანებები ხორცდება უკვალოდ ან ტოვებს მსუბუქ შემღვრევას, რომელმაც ცენტრალური მდებარეობისას შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. გამჭოლი ჭრილობების დროს პროგნოზი მხედველობის შენარჩუნების მიმართებით ყოველთვის სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook