რეტინიტი

რეტინიტი

ბადურა გარსის ანთება ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება გამომწვევის მეტასტაზირებით ბაქტერიემიის დროს და პროცესთან ალერგიის, იმუნოაგრესიის კობინირებით >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რეტინიტი (retinitis) – თვალის ბადურა გარსის ანთება.

რეტინიტი – ეტიოლოგია: ინფექციური დავადებები, ინტოქსიკაციები, ალერგიული მდგომარეობები, ენდოკრინული დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები, სხივური ენერგიის მოქმედება, თვალის ტრავმა.

რეტინიტი – პათოგენეზი. ბადურა გარსის ანთება ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება გამომწვევის მეტასტაზირებით ბაქტერიემიის დროს და პროცესთან ალერგიის, იმუნოაგრესიის კობინირებით.

რეტინიტი – სიმპტომები. თვალის ფსკერზე – თეთრი, რუხი ან მოყვითალო ფერის კეროვანი ან დიფუზური შემღვრევა, რომლებშიც თითქოსდა ჩაძირულია ბადურის სისხლძარღვები. კერების მდებარეობისას მაკულარულ ზონაში ნერვული ბოჭკოების გაყოლებაზე წარმოიქმნება ვარსკვლავის ფიგურები; არაიშვიათია სისხლჩაქცევები. ბადურას სისხლძარღვები შევიწროებული ან გაფართოებულია, ზოგჯერ ანევრიზმული წარმონაქმნებით. შესაძლებელია ბადურის პერიპაპილარული შეშუპება, მხედველობის ნერვის დისკის ჰიპერემია, მისი საზღვრების წაშლა. პროცესის ცეტრალურ ნაწილში მდებარეობისას აღინიშნება მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, სკოტომები, ფოტოფსია, საგნების დამახინჯება (მეტამორფოპსია), ფერების აღქმის დარღვევა. ბადურა გარსის პერიფერიის დაზიანება მიმდინარეობს მხედველობის ველის კონცენტრული ან სექტორული შევიწროებით. დაავადების მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ექსუდატის გაჩენა მინისებურ სხეულში და ენდოფტალმიტის და პანოფტალმიტის განვითარება.

რეტინიტი – მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ქოიოიდიტისა და ქორიორეტინიტის დროს.

რეტინიტი – პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები