ანტრიტი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანტრიტი – ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება ძილიანობა ან პირიქით, ბავშვი მოუსვენრადაა, ხშირად ტირის, ცუდად სძინავს და წოვს, წონაში კლებულობს, კანი ფერმკრთალია, მორუხო ფერისაა ან ციანოზური, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია, სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38 – 39 0 С), მაგრამ ხშირად სუბფებრილური ან ნორმალურია. სისხლში – ლეიკოციტოზი (ნეიტროფილოზი), თეთრი ფორმულის მარცხნივ გადახრით. დიაგნოსტირებაში ექიმს ეხმარება ტიმპანოპუნქცია, პარაცენტეზი, ანტროპუნქცია, რეტგენოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია, მიკროფლორის მგრძნობელობის დადგენით. კარგ ეფექტს იძლევა პენიცილინის ინექციები გარეთა სასმელი მილის უკანა ზედა კედლის მიდამოში. ტოქსიკოზის დროს გამოიყენება გამაგლობულინი, მშრალი პლაზმის გადასხმა, ვენაში გლუკოზის ხსნარის გადასხმა. თუკი ანტროპუნქცია ანტრუმში პენიცილინის შეყვანით ეფექტს არ იძლევა, მაშინ ტარდება ანტროტომია ადგილობრივი ანესთეზიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook