Tag Archives: ანტიბიოტიკოთერაპია

შანკროიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შანკროიდი – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰემოფილური ჩხირის განსაკუთრებული სახე. გვხვდება უპირატესად ცხელ ქვეყნებში. დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. დასნებოვნებიდან 3 – 14 დღის შემდეგ სასქესო ორგანოების, შორისის, უკანა ტანის მიდამოში ვითარდება ფართო წყლულები; ხშირია საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება. გაურთულებელ შემთხვევებში დაავადება გრძელდება 2 თვის განმავლობაში

Read More

პანციტოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანციტოპენია – სისხლის ყველა ფორმიანი ელემენტის დაბალი შემცველობა (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების). შესაძლო მიზეზებია: ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება, ძვლის ტვინის ჩანაცვლება, ჰიპერსპლენიზმი და სხვ. ვლინდება მზარდი სისუსტითა და ადვილად დაღლილობით, კანის საფარვლის სიფერმკრთალით ანემიზაციის გამო, სისხლდენებით თრომბოციტოპენიის გამო, ინფექციებით ნეიტროპენიის გამო. მკურნალობა: სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა,

Read More