Tag Archives: ანტრიტი

ანტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტრიტი – ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება ძილიანობა ან

Read More

ანტრიტი

ანტრიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ანტრიტი (antritis) – ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში.

ანტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება  ძილიანობა ან პირიქით, ბავშვი მოუსვენრადაა, ხშირად ტირის, ცუდად სძინავს და წოვს, წონაში კლებულობს, კანი ფერმკრთალია, მორუხო ფერის ან ციანოზურია, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია, სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-39 0 С), ხშირად კი სუბფებრილური ან ნორმალურია. სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი (ნეიტროფილოზი), თეთრი ფორმულის მარცხნივ გადახრით. დიაგნოსტირებაში ექიმს ეხმარება ტიმპანოპუნქცია, პარაცენტეზი, ანტროპუნქცია, რეტგენოლოგიური გამოკვლევა.

Read More