ბაქტერიები

ბაქტერიები – (bacteria ბერძნ.bacterion – ჩხირი) – მცენარეული ბუნების ერთუჯრედოვანი ორგანიზმები. ბაქტერიების უჯრედის 200 – 300 Ao სისქის კედელი და ციტოპლაზმური მემბრანა (50 – 300 Ao) გარს ეკვრის ციტოპლაზმას. უკანასკნელი შეიცავს რიბოსომებს, სხვადასხვა ჩანართებსა და ბირთვის ნივთიერებას – ქრომატინს. ქრომატინი ბაქ­ტერიულ უჯრედებში შეიძლება იყოს დიფუზური ბადის ან ქრომატინის სხეულაკების სახით. გენეტიკური გამოკვლევების საფუძველზე ბირთვის ქრომატულ ნივთიერებას პირობითად უწოდებენ ბაქტერიულ ქრო­მოსომებს. ციტოგენეტიკურად ბაქტერიების შესწავლამ შესაძლებელი გახადა მრავალი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობითი გამოვლინების გამორ­კვევა და ზოგიერთი მიკროორგანიზმის მემკვიდრეობითი კოდის ინფორ­მაციის გაშიფვრაც კი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი