Tag Archives: რთებსა

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ბაქტერიები

ბაქტერიები – (bacteria ბერძნ.bacterion – ჩხირი) – მცენარეული ბუნების ერთუჯრედოვანი ორგანიზმები. ბაქტერიების უჯრედის 200 – 300 Ao სისქის კედელი და ციტოპლაზმური მემბრანა (50 – 300 Ao) გარს ეკვრის ციტოპლაზმას. უკანასკნელი შეიცავს რიბოსომებს, სხვადასხვა ჩანართებსა და ბირთვის ნივთიერებას – ქრომატინს. ქრომატინი ბაქ­ტერიულ უჯრედებში შეიძლება იყოს დიფუზური ბადის ან ქრომატინის სხეულაკების სახით. გენეტიკური გამოკვლევების საფუძველზე ბირთვის ქრომატულ

Read More