Tag Archives: ქრომოსომებს

ქრომოსომის ლოკუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომის ლოკუსები – (loci chromosomatis ლათ.locus  –  ადგილი)   ქრომოსომების უბნები, რომლებშიც ლოკალიზებულია განსაზღვრული მემკვიდრეობითი ფაქტორები  –  გენები . მორგანის მიხედვით, ქრომოსომებს აქვს მათში ლოკუსების განლაგების ინდივი­დუა­ლური ნახატი (რუქა). ტერმინი ეკუთვნის მორგანს (1915). იხ.გენები, ქრომოსომები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More