Tag Archives: მნებს

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრილები – ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები უჯრედებში და ქსოვიოლებში, მაგ. კოლაგენური ბოჭკოები, კუნთოვანი – მიოფიბრილები, ნერვული   – ნეიროფიბრილები. ძირითადად წარმოადგენს საყრდენ სტრუქტურებს,  ხოლო კუნთებში შემკუშავ წარმონაქმნებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა