ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გოლჯის აპარატი – (complexus golgiensis ჰapparatus reticulatus internus / სინ.გოლჯის კომპლექსი, უჯრედშიდა ბადისებრი აპარატი, ორთოვეზიკულური ფორმაცია, გოლჯიოსომები, დიქტიოსომები) უჯრედის ორგანოიდი, რომელიც ციტოპლაზმის მუდმივი და მაღალდიფერენცირებული ნაწილია. იგი შედგება 60 Ao – მდე სისქის ორმაგი მემბრანების რამდენიმე პაკეტისაგან, რომელთა შორის სივრცეებია (ცისტერნები), და დიდი რაოდენობით წვრილი და მსხვილი ბუშტუკისებრი ვაკუოლებისაგან, რომლებიც კომპლექსის პერიფერიაზე არიან განლაგებული. გოლჯის აპარატი უმთავრესად უჯრედის ბირთვის გარშემო მდებარეობს. იგი მონაწილეობს სეკრეციულ პროცესებში, აყალიბებს პირველადი ლიზოსომების მიკროსხეულაკებს, რაც ნაჩვენებია დ.ნ.ნასონოვის, ბოუენისა და სხვათა შრომებში. პირველად ეს ორგანოიდი აღმოაჩინა 1898 წელს გოლჯიმ. თანამედროვე ლიტერატურაში ამ ორგანოიდის აღსანიშნავად უფრო გავრცელებულია ტერმინი უჯრედშიგა ბადებრივი აპარატი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა