დებრე – ფიბიგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დებრე – ფიბიგერის სინდრომი – ინტერრენალური ანდროგენული ინტოქსიკაცია, თირკმელზედა ჯირკვლის პარადოქსული უკმარისობა, ფსევდოპილოროსტენოზი. ადრენოგენიტალური სინდრომი მარილების დაკარგვით. აღინიშნება დეჰიდრატაცია, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერკალიემია, ნატრიუმის მომატებული გამოყოფა შარდთან. განეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული წესით და გაპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით. სინონიმები: ფსევდოადისონის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა