Tag Archives: გაპირობებულია

ფსევდო – ადისონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდო – ადისონის სინდრომი – ინტრარენალური ანდროგენული ინტოქსიკაცია, ადრენოგენიტური სინდრომი მარილების დაკარგვით, თირკმელზედა ჯირკვლების პარადოქსული უკმარისობა, ფსევდოპილოროსტენოზი, აღინიშნება დეჰიდრატაცია, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი. ჰიპერკალიემია, ნატრიუმის მომატებულიგამოყოფა შარდთან. არის მემკვიდრეობითი დაავადება, გადაცემის აუტოსომურ – რეცესიული ტიპით და გაპირობებულია კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზის დარღვევით. სინონიმები: დებრე – ფიბიგერის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება!

Read More

უჯრედის ჰომეოსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ჰომეოსტაზი – (homeostasis cellularis ბერძნ. homoios – მსგავსი და statis – დგომა) – უჯრედის სტაციონარული მდგომარეობა,რომელიც გაპირობებულია უჯრედის შიგა გარემოს მუდმივობის უზრუნველმყოფი სარეგულაციო მექანიზმების მოქმედებით. უჯრედის მიმართ ტერმინი „ჰომეოსტაზი“ შემოიღო ჰეილბრაუნმა (1956). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More